მიქაუტაძით ამ იტალიური გუნდების დაინტერესება სერიოზულია - ზაფხულიდან სერია A-ში კიდევ ერთ ქართველს ვიხილავთ?

AutoSharing Option
SerieBNews-ის ცნობით, ორი იტალიური გუნდი: "ჯენოა" და "უდინეზე", "მეცის" ქართველი ფორვარდის შეძენითაა დაინტერესებული.

მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ბაზარი ახლახან დაიხურა, გუნდები ზაფხულისთვის თავიანთ მიზნებს უკვე ისახავენ.

22 წლის ჩვენებურს საფრანგეთის მე-2 ლიგაში კარგი სეზონი აქვს. მან გუნდის მაისურა ყველა ტურნირზე 24 შეხვედრაში მოირგო და 12 გოლი გაიტანა.

მოგეხსენებათ, "ჯენოა" სერია B-ში ასპარეზობს და სერია A-ში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, "უდინეზე" კი კალჩოში მე-8 ადგილზეა და ევროტურნირებისთვის იბრძვის.
მკითხველის კომენტარები / 3 /
Udinese გაასწორებს
გოგა
16:25 11-02-2023
0
Unda gadavides ogond dziritadis forvardat.
Givi
13:55 10-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული