კასანო: "კვარა" დამანგრეველია, "ნაპოლი" ევროპაში საუკეთესო გუნდია

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ თავის "ინსტაგრამ" გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც "ნაპოლისა" და "ლაციოს" მიმდინარე სეზონის შესახებ ისაუბრა.

"რეალის" ყოფილი შემტევის თქმით, "ნაპოლი" ევროპაში საუკეთესო გუნდია.

"მართალია, "ლაციო" ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ რომაელთა ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციები საუკეთესოსგან შორსაა, ისინი ბოლომდე ვერ აკეთებენ იმას, რასაც მათი მწვრთნელი, მაურიციო სარი ითხოვს, ორივე ტაიმს თანაბრად კარგად ვერ თამაშობენ, ამ კუთხით ბევრი უნდა იმუშაონ. დარწმუნებული ვარ, "ლაციო" მიმდინარე სეზონში სიურპრიზს შემოგვთავაზებს.

რაც შეეხება "ნაპოლის", ლუჩანო სპალეტიმ ევროპაში საუკეთესო გუნდი შექმნა. მათზე უამრავი კარგი რამის თქმა
შემიძლია. ხვიჩა კვარაცხელია დამანგრეველია, ოსიმენი პროგრესირებს, ლობოტკა მოედანზე აკეთებს იმას, რაც სურს. კიმ მინ ჯაე კი სხვა პლანეტიდანაა" - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში 56 ქულით სერია A-ს ლიდერობს, "პარტენოპეი" მომდევნო მატჩს ხვალ, 12 თებერვალს "კრემონეზეს" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

altკვარაცხელია ევროპის ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორის - ქართველი ინდოეთშიც აღიარეს

altხვიჩა-ვიქტორის მორიგი შოუს მოლოდინში - ლოჩოშვილი არ იქნება, ლობოტკა დაისვენებს?

მკითხველის კომენტარები / 3 /
აინტრახტი არა შაფჰაუზენი2 კიდე
Levani
02:42 12-02-2023
0
კასანოს იმაზე არ უფიქრია, რომ შეიძლება სერია-ა არის ნამეტანი გაფარჩაკებული?!
აინტრახტთანაც არ იქნება ადვილი გასეირნება. ნაპოლი მაგ წყვილში ფავორიტია, მაგრამ აინტრახტი საშიში მეტოქეა.
ციციკორე
14:00 11-02-2023
26

სიახლეები პოპულარული