ხვიჩას მეათე გოლი - "ნაპოლი" პირველი ტაიმის შემდეგ "სასუოლოს" ამარცხებს - 2:0 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 23-ე ტურში პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ გასვლაზე „სასუოლოს“ ამარცხებს - 2:0.

ნეაპოლური გუნდი ჩვეულად დებიუტიდნვე დაეუფლა ინიციატივას, ხვიჩამ მოედნის ცენტრში აართვა ბურთი მოწინააღმდეგეს, დრიბლინგით საჯარიმოს მიუახლოვდა, მცირე პაუზა დაიჭირა და დიდოსტატურად დალაშქრა კონსილისის კარი. ქართველმა ამ სეზონში იტალიის პირველობაზე მეათე გოლი გაიტანა. საპასუხო შეტევისას ლორიანტეს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. შემდეგ უკვე ოსომენი გაექცა მეურვეს და ამჯერად ძელმა მასპინძლები იხსნა. თუმცა, ნიგერიელმა მაინც გაიტანა - მახვილი კუთხიდან, როდესაც მეკარე ამას არ ელო
და. ვიქტორმა მიმდინარე ჩემპიონატზე ზედიზედ 7 მატჩში გაიტანა და 1994/95 წლების სეზონის შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეს მოახერხა. ცოტა ხანში კვარაცხელიამ ვიქტორს პასი გაუკეთა და მან ბურთი თავით ააცილა მიზანს. მერე ლორიანტეს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს და პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა.

რეჯო-ემილია. „მაპეი“

სასუოლო - ნაპოლი
გოლები: 0:1 კვარაცხელია (12), 0:2 ოსიმენი (33)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული