სტუმართა რიგებში 90-ე წუთამდე ითამაშა გურამ კაშიამ, ხოლო ჯაბა კანკავამ და გიორგი ჩაკვეტაძემ - შეუცვლელად.
აღსანიშნავია, რომ ბრატისლავურმა გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი დაასრულა ფრედ.
„სლოვანმა“ ლიდერობა დაკარგა, 44 ქულით მეორე ადგილზეა, დაკ-ს 1 ქულით ჩამორჩება და 4 მარტს სტუმრად „ზემპლინს“ დაუპირისპირდება.
ზლატე მორავცე. „ვიონი“. 3 013 მაყურებელი
ზლატე მორავცე - სლოვანი 1:1
გოლები: 0:1 ვაისი (25), 1:1 კრიჟანი (53, საკ. კარში)