"შახტარში" გოჩოლეიშვილის ოფიციალური დებიუტი შედგა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების განაპირა მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა "შახტარში" პირველ ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

უკრაინის ჩემპიონატის მე-15 ტურში დონეცკურმა გუნდმა ლვოვში "მინაი" 4:1 დაამარცხა, გოჩოლეიშვილი კი 61-ე წუთზე თავდამსხმელ ოლეკსანდრ ზუბკოვის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 4:1 იყო. განაპირა მცველ ეფიმ კონოპლიას ცენტრში შეწევის საშუალება მიეცა, ხოლო ქართველი მთელ ფლანგს აკონტროლებდა და სახიფათო იერიშებს იწყებდა.

"შახტარი" 33 ქულით მეორე ადგილზეა, "დნიპრო 1"-ს 2 ქულით ჩამორჩება და 5 მარტს "მეტალისტს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
გიორგის ნაკრებში უნდა დაუძახოს სანიოლმა აუცილებლად!
ლაშა
11:38 01-03-2023
0
კარგი არისნრომ 4-1 ის შემდეგ მაინც ათამაშა თუმცა ძააან აღფრთოვანების მიზწზსაც ვერ ვხედავ.

ფეინოორდს გამოაგდებს თუ არა ეგ არ ვიცი მაგრამ ევრო ლოგის განაცხადში არ არის მაინც გიო და მანდ ვერ ითამაშებს.

მაინც ჩემა აზრზე ვრჩები რომ შახტარში არ უნდა გადასულიყო. ღმერთმა ჰქნას ვცდებოდე
Joko
10:09 01-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული