"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
"საქართველოს მომავალი ევროპაშია", - წერს კვარაცხელია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი, რასაც მასობრივი საპროტესტო აქცია მოჰყვა.
მოქმედი სპორტსმენებიდან აქამდე პროტესტი მხოლოდ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გამოთქვა, სპეციალური განცხადებები კი საფეხბურთო კლუბებმა თბილისის "დინამომ" და "გაგრამ", აგრეთვე, ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ გააკეთეს.