
სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას, 25-ე წუთზე 2:0 დაწინაურდნენ და მშვიდად მიიყვანეს შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე.
ზივზივაძემ, რომელმაც ტრავმა მოირჩინა, 84-ე წუთზე შეცვლაზე ფაბიან შლიუსენერის ნაცვლად შევიდა.
„კარლსრუემ“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, 31 ქულით მეცხრე ადგილზეა და 12 მარტს „ჰამბურგს“ უმასპინძლებს.