"ტორინოს" პირჯვარის გადაწერამაც არ უშველა - კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ტორინო“ 4:0 დაამარცხა.

მატჩის წინ „ტორინოს“ მწვრთნელმა იურიჩმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშისას პირჯვარი უნდა გადაიწერო, რამეთუ მისი შეჩერება შეუძლებელია.

კვარაცხელიამ ისევ გამოიჩინა თავი - მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. Squawka-ს ცნობით, ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში "ორმაგი დუბლი" შეასრულა.

ტრადიციისამებრ ნეაპოლური გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და ოსიმენმა თავურით დალაშქრა მილინკოვიჩ-სავიჩის კარი. ხვიჩას ყურადღებით მეურვეობდნენ, გრავიონი ეუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო. მასპინძლებმა სახიფათო კონტრიერიშებით უპასუხეს და „ნაპოლი“
მეკარე მერეტმა გადაარჩინა. 34-ე წუთზე ხვიჩა საჯარიმოში ლინეტიმ წააქცია, პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა და მიმდინარე ჩემპიონატზე მე-12 გოლი გაიტანა. შემდეგ ქართველმა ვიქტორს პასი გაუკეთა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში „კვარამ“ ლამაზი ქუსლურით პასი გაუკეთა ოლივეირას, მან ბურთი ოსიმენს ჩააწოდა და ნიგერიელმა დუბლი შეასრულა - 21 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია. 70-ე წუთზე კვარაცხელიამ ნდომბელე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და მან „ნაპოლიში“ პირველი გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება გარანტირებული ჰქონდათ, ხვიჩა მწვრთნელმა სპალეტიმ არ შეცვალა.

„ნაპოლი“ 71 ქულით ლიდერია, „ინტერს“ 21 ქულით უსწრებს და 2 აპრილს „მილანს“ უმასპინძლებს.

ტურინი.“გრანდე-ტორინო“
ტორინო - ნაპოლი 0:4
გოლები: 0:1 ოსიმენი (9), 0:2 კვარაცხელია (35, პენ), 0:3 ოსიმენი (50), 0:4 ნდომბელე (70)

მკითხველის კომენტარები / 12 /
ყოჩაღ ხვიჩა,ყველაფერი კამფეტივით იყო,ღმერთმა გაგახაროთ ჩვენი გახარებისთვის!
ზაზა
19 მარტი 2023 20:42
1
გოლი და საგოლე გადაცემა კაი ერთი მართლა)) ისე მიგვაჩვია რო აღარ გვიკვირს.
გიო
19 მარტი 2023 20:40
2
გენაცვალე ხვიჩა❤️ როგორც ყოველთვის ბრწყინავ და გვახარებ!!! წარმატებები ნაკრებში!!! ნაპოლიმ კიდევ ერთი რეკორდი მიითვალა ზედიზედ 6 გამარჯვება გასვლით თამაშებში “მშრალი” კარით
გულშემატკივარი
19 მარტი 2023 21:30
0
კვარამ შეასრულა დღეს ხუთიანზე, სპალეტიმ 90 წუთი ათამაშა იფიქრა მონღოლეთთან არ ათამაშონ არ დამიმტვრიონ ჯოკერიო. ნორვეგიასთან კვარას იმედზე ვართ, მონღოლეთთან თამაში რას მოგვცემს არც არაფერს, მაგას დახურული შეხვდრა აჯობებდა თბილისის ან ბათუმის დინამოსთან.
zaza
19 მარტი 2023 20:26
6
ვილოცოვო, შე დალოცვილო აქეთ 3 მილიონი ადამიანი სანთელს ანთებს და ლოცულობს, თავისი ბედნიერებისთვის და 2 მილიონი დარწმუნებული ვარ ბედნიერებას იღებს ამ ბიჭის თამაშის ყურებით და ვის მოუსმენს ღმერთი, მგონი გასაგებია.
100%
20 მარტი 2023 00:58
1
კვარა ჩინებულ ფორმაშია, არც დაღლილა ისე ითამაშა, ჩვენი მარგალიტია, რომელმაც სიცოცხლის ხალისი და იმედი დაგვიბრუნა. ერთი გასაოცარია, სფფ რას ფიქრობს ამდენი საათი ფრენა მონღოლეთში ხომ არ ჯობდა ადგილზე, საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელების ნაკრებს შეხვედროდა პირველი ნაკრები?
Suxumchanin
19 მარტი 2023 23:49
20
Mongoletshi ara pakistanshi miptinaven :)))batumshia tamashi monholettan
L.J .
20 მარტი 2023 10:06
1
მონღოლეთში მეგონა თამაში და სხვა დასკვნა ვერ აღიქვი? მათთან თამაშს ახალგაზრდა ქართველ ბიჭებთან ეთამაშათ არ ჯობდა?
l.j-ს
21 მარტი 2023 09:42
0
ყველა გამოხმაურება
უშველით
პირჯვარი წაღმა უნდა გადაიწერონ და ეშველებათ
თენგო
20 მარტი 2023 12:40
0
მონღოლეთან ბათუმშია თამაში .ხვიჩა გაგვახარე ნორვეგიასთან.
ლევანი
20 მარტი 2023 12:29
0
მონღოლეთან ბათუმშია თამაში .ხვიჩა გაგვახარე ნორვეგიასთან.
ლევანი
20 მარტი 2023 12:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული