ხოჭოლავა შესვენებაზე შესაცვლელი გახდა - მისმა გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის 23-ე ტურში „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე „ნორდსიელანდი“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა სასტარტოში დააყენა, მან 39-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, შესვენების შემდეგ კი თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. იმ დროისთვის ანგარიში 0:1 იყო.

მან მიმდინარე ჩემპიონატზე მე-17 მატჩში მიიღო მონაწილეობა - 1 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხოჭოლავა საქართველოს ნაკრებს ნორვეგიასთან მატჩში მენისკის ტრავმის გამო ვერ დაეხმარა და ბარსელონაში უნდა გაეკეთებინა ოპერაცია, თუმცა ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა და სამკურნალო პრეპარატებს იღებს.

„კოპენჰაგენი“43 ქულით გალიდერდა
(ნორდსიელანდი 1 ქულით ჩამოიტოვა) და ზედიზედ ორი შეხვედრის ჩატარება მოუწევს გასვლაზე - 6 აპრილს თასზე „ვეილესთან“ და 10 აპრილს ჩემპიონატზე „რანდერსთან“.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ხიჭვოლავა!
!!!
03 აპრილი 2023 01:37
5
ადრეც ვთქვი, მე არანაირი სურვილი არ მაქვს, ამ ბიჭის ნაკრებში ხილვის, თუგინდ უძლიერესი მცველი იყოს. როცა კაცს სრცხვენია თავისი ქვეყნის, იყოს შორს აქედან, ან სადაც უნდა, ოღონდ არა ეროვნულ ნაკრებში. ნაკრების მაისური სხვა რამეს ნიშნავს და ჯერ ეს უნდა გაისიგრძეგანო.
ეს ჩემი პირადი აზრია, ვისაც სურს ნუ დამეთანხმება.
დიდება საქართველოს!
ლევანი
03 აპრილი 2023 17:23
3
სამარცხვინო რეალობაა, დათი ხოჭოლავა მადლობა თუ რამ გიკეთებია ნაკრებისთვის დღემდე, ამიერიდან არქივშია შენი ადგილი
ნერაძური
03 აპრილი 2023 10:12
11
საქართველოს ერთი რიგითი გულშემატკივარი მოვითხოვ!!ხოჭოლავას მაგივრათ გამოიძახეთ გველესიანი!!!ვისაც, ნაკრებისთვის და ქვეყნისთვის შესტკივა გული იმ ადამიანების დანახვა მინდა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში!!!!!!!!!!!
გიორგი
03 აპრილი 2023 15:13
2
ნუ ძნელია არ დაეთანხმო ამ ადამიანს,ხოჭოლავას ამბავი მეტად სამწუხაროა როცა ესე გაურკვევლობაში ვართ,მეორე ის რომ,გველესიანი გამოვცადოთ ზაფხულის შეკრებაზე ორ მატჩიი მიიეცეს შანსი 26 კაცში რა დაშავდება იქნებ რასთან გვაქ საქმეე?? იმედია პირადულის გამო არ ხდება ეს,ნაკრებში რო პირადული დადგება ის ნაკრები ვერ ითამაშებს და მითუმეტეს ვერ მოიგებს.ჩვენ გვინდა მოვიგოთ!!!
მირო
03 აპრილი 2023 18:28
0
ეს და ბასილაშვილი ძალიან გვანან ერთმანეთს,ერთნაირად უმარილო ტიპები არიან!!!!
საბა
03 აპრილი 2023 18:50
0
საკუთარი პირადი ცხოვრების გარდა არაფერი არ აინტერესებთ,არც თავისი ქვეყანა და არც ხალხი!!!
!!!
03 აპრილი 2023 21:13
0
ნამდვილად,საქრთველოთი არ ცხოვრობენ როგორც ხვიჩა,ფაჩულია,დვალიშვილი,არველაძე,გორგოძე. ესენი კი უბრალოდ თავის საქმეს აკეთებენ ფულს იღებენ და მორჩა,სპორტსმენობა კი მარტო ეს არ არის სხვა ფასეულობებია!!!!
საბა-ს
03 აპრილი 2023 20:30
0
ხო მაგრად "დაგაბოლათ"ხოჭოლავამ!!!!
*
03 აპრილი 2023 13:22
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული