"ჩაკვეტაძით ესპანური სოლიდური გუნდია დაინტერესებული" - ინტერვიუ გიორგის მენეჯერთან

AutoSharing Option
"ლელომ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან, ლაშა ჯაკობიასთან, რომელიც ამჟამად რამდენიმე ცნობილი ქართველის, მათ შორის, გიორგი ჩაკვეტაძის მენეჯერია. ჯაკობიამ ჩვენთან რამდენიმე მეტად მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე ილაპარაკა...

დაცვაში მუშაობის მხრივ მას პრობლემა არ აქვს...

- გიორგი ჩაკვეტაძით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. მათ შორის არის ერთი სოლიდური ესპანური კლუბი. ეგ არის, გიორგიმ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რომ არ ითამაშა, ძალიან გაუკვირდათ. არ ვიცი, ეს ფაქტორი რამდენად იმოქმედებს მათ ინტერესზე. დადებითად რომ არ აისახება, ფაქტია.

მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო ნორვეგიის ნაკრებთან გიორგის
უთამაშებლობის თაობაზე. მე ახლა ვლაპარაკობ, როგორც ეროვნული გუნდის რიგითი ქომაგი და არა, როგორც ჩაკვეტაძის მენეჯერი. მიმაჩნია, რომ ნორვეგიასთან გიორგის გამოყენება ძალიან ნაყოფიერად შეიძლებოდა. ის მეტ სიმწვავეს შესძენდა ჩვენი გუნდის თამაშს შეტევაში...

ვილი სანიოლმა თქვა, ჩაკვეტაძე დაცვაში ვერ მუშაობს ბოლომდე ეფექტურადო. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ვინც "სლოვანის" თამაშებს ადევნებს თვალს, დამეთანხმება, რომ დაცვაში მუშაობის მხრივ მას არ აქვს პრობლემა. ვლადიმირ ვაისი ამ კომპონენტს დიდ ყურადღებას აქცევს და ასე რომ არ იყოს, ის შესაბამისად იმოქმედებდა, მიუთითებდა გიორგის ამაზე...

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩაკვეტაძე ნაკრებში, ამაზე, როგორც ყოფილ ფეხბურთელს, ჩემი შეხედულება მაქვს. გიორგის გამოყენება უპრიანი მგონია მინდვრის ცენტრში. სწორედ იქ ავლენს ის თავის საუკეთესო თვისებებს. აი, მაგალითად, როგორც მარტინ ედეგორს იყენებს ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტოლე სოლბაკენი.

გიორგის ძალიან უყვარს საქართველოს ნაკრები. სრული პაუხისმგებლობით გეუბნებით, ის თავის დროზე ნატკენი ფეხით ჩამოვიდა ეროვნულ გუნდში და ტრავმა გაიმიზეზა. ამაზე არც დაუწუწუნია და არც არასოდეს გაიხსენებს სინანულით. მეც მხოლოდ იმიტომ აღვნიშნე, რომ ეროვნული გუნდის მიმართ მის დამოკიდებულებას გავუსვა ხაზი.

რაც შეეხება სანიოლის ნათქვამს, რომ ჩაკვეტაძე ეფექტური ვერ არის დაცვაში მუშაობის დროს, ამას სხვებთან ერთად იმ კლუბების წარმომადგენლებიც ეცნობიან, რომლებიც დაინტერესებული არიან მისი სამსახურით...

გიორგის პროგრესი თვალსაჩინოა და "სლოვანისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ისევე, როგორც ჯაბა კანკავა და გურამ კაშია. ამას ყველა აღიარებს. მიმაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძის ერთად გამოყენება შეიძლება და ძალიან ეფექტურადაც!..

საქართველოს ნაკრებს მინდა მხოლოდ წარმატება ვუსურვო. ეს გუნდი ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ისიც კარგად ვიცი, რომ მწვრთნელი თავისი შეხედულებისამებრ აკომპლექტებს შემადგენლობას, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია აზრი გამოვთქვათ და აღვნიშნოთ, რა შეიძლება იყოს უკეთესი ნაკრების მომავლისთვის...


მკითხველის კომენტარები / 33 /
ჩაკვეტაძე ძალიან საჭიროა და კლასიც უმაღლესი აქვს მაგრამ ერთი ეგ არის რომ თითქოს ცოტა წონა აქვს არ ვიცი ეკრანიდან სწორად ჩანს თუ არა და გამძლეობაზე ურტყავს ეგ კიდე არ დარბის ბევრს სლოვანშიც ჩანს ეს პლიუს ის სიმწვავე და გამბედაობა აკლია რაც ადრე ქონდა გარღვევებზე რომ მიდიოდა და თავისი ლამაზი ფინტებით მცველებს ჩალა გამოვლებუკს ტოვებდა არ ვიცი რატომ აღარ ცდილობს ამ ფეხბურთის თამაშს სიმართლე რომ ვთქვათ მცველის-კაცის მოტყუება მას უკეთესად გამოსდის ვიდრე კვარას აი მაგალითად გიორგი ორ მცველში გამძვრალა ხშირად და კვარას ცოტა უჭირს ეგ ამას სულ სხვანაირი მოძრაობები და სტილი აქვს მეტად მოქნილი ჩანს მისი მოძრაობები მაგრამ რატომღაც გაპასიურდა თითქოს გამბედაობა დაკარგა არადა ტალანტი რაც დევს ადამიანში ის არ ქრება უბრალოდ უნდა იმუშაო ბევრი და იშრომო რომ შენი გონებიდან შენი შესაძლებლობები ამოქექო და ისევ ისეთი გახდე აი დარტყმის დროსაც რატო ვერ იტანს? თითქოს სუსტად ურტყავს ადრინდელთან შედარებით იგრძნობა რო ძალას არ ატანს დარტყმის დროს ბურთს პენალიც სუსტად დაარტყა დაუშვი რა დაუბაბანე გლიჯე როგორც იცოდი ხოლმე რა სიძლიერით ურტყავდა წარმოიდგინეთ საჯარიმოს გარედან სადღაც 20 მეტრიდან ცხრიანებში ახვევდა რატო აღარ აკეთებს ამას ამაზე ბრაზობენ მისი მოსამართით გვინდა რო ისევ ასე ითამაშოს გაბედულად და იგრძნოს რომ ლიდერია ეხლაც ძალიან მაგარია მაგრამ ცოტა ქარიზმა უნდა შემატოს თავისთავს და მოუმატოს უფრო გაბედული და შეუბრალებელი უნდა გახდეს როგორც აქამდე.
1
ნეტა გამოვიდეს გიორგის კარგ გუნდში გადასვლა! მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. ძალიან გვჭირდება.
გიორგი
13:19 05-04-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული