„მილანთან“ განადგურების შემდეგ „ნაპოლისთვის“ გამარჯვების მოპოვება მნიშვნელოვანი იყო, თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, პირველი მომენტი კი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც მალეს დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. სტუმრებმა პირველივე შანსი გამოიყენეს - ფალკონეს კარი თავით დი ლორენცომ დალაშქრა. შემდეგ ლოსანოს ფალკონემ არ გაატანინა. კვარაცხელია აქტიური იყო, ხანდახან ცენტრში იწევდა, ლოსანო ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, რომლის დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა.
მეორე ტაიმი „ლეჩემ“ უკეთ დაიწყო და დი ფრანჩესკომ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ნეაპოლელები გალოს ავტოგოლით ისევ წინ გავიდნენ. ნეაპოლელები მაღალ ტემპში ვერ უტევდნენ, ხვიჩას გადაცემებს უგვიანებდნენ, ამიტომ ბურთის მისაღებად პოზიციის შეცვლა უწევდა ხოლმე, ხოლო როდესაც რასპადორის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა სიმეონემ ტრავმა მიიღო, ქართველმა ფაქტიურად მისი ადგილი დაიკავა და 90+4-ე წუთზე შეცვალეს. ბოლოს "ლეჩე" მეკარე ფალკონესთან ერთად შტურმზე გადავიდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი მსაჯმა თამაში დაასრულა და "ნაპოლის" მესამე გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა.
„ნაპოლი“ 74 ქულით ლიდერია, 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „სან სიროზე“ მილანს“ დაუპირისპირდება, ხოლო 15 აპრილს ჩემპიონატზე „ვერონას“ უმასპინძლებს.
ლეჩე. „ვია დელ მარე“
ლეჩე - ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 დი ლორენცო (18), 1:1 დი ფრანჩესკო (52), 1:2 გალო (64, საკ. კარში)
"ნაპოლი" კიდევ ერთხელ დაწინაურდა [VIDEO]
"ლეჩემ" წონასწორობა აღადგინა [VIDEO]
ერთი მუშტად შეკრული გუნდი - რა სთხოვა დი ლორენცომ გატანილი გოლის შემდეგ თანაგუნდელებს
ხვიჩა - დანიელე პეტროსო - ნეაპოლში დაბადებულ ბავშვს ხვიჩა დაარქვეს
მიუხედავად გოლისა, სპალეტი უკმაყოფილოა - რას მოუწოდებს ტოსკანელი მოთამაშეებს
კაპიტანმა "ნაპოლი" დააწინაურა - "პარტენოპეი" "ლეჩეს" ამარცხებს [VIDEO]
თან იმას ვფიქრობ, ტაქტიკა ხომ არაა მეთქი, ან ხვიჩას გარეშე ეჩვევიან თამაშს. ზაფხულში მიდის სადმე?
სტატისტიკურად ხვიჩა, სამი დრიბლინგიდან ორ საგოლე მომენტს ქმნის . ასეთი შედეგიანი მოთამაშის საკუთარი გუნდელებისგან განეიტრალება , ცოტა არ იყოს უცნაურია.
ვფიქრობ რომ დროა, ხვიჩამ თავად ისაუბროს შიდა სამზარეულოში ამ საკითხზე, რადგან ფაქტია რომ სპალეტი არაფერს აკეთებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
წარმატებები ჩვენებურს
რავი ანგისა ძაან "სხვაგანაა" ტიპი შენელებული კადრია, თითქოს ფეხზე კიდია თამაშიო ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს(ნდომბელე ცალკე ლუზერობაა კიდე)
მარჯვენა ფლანგზე კიდე ვინ უნდა ინატრო ორივე ერთმანეთზე უარესები არიან
საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად თამაშობს ორივე და არა გუნდისთვის
და ასე არის უმეტესობა მათგანი, ოსიმენი, როცა იყო ამდენს კიდე ვერ ბედავდნენ
მოუნდათ დღეს ყველას გაბრწყინება და გოლის გატანა, ასეთი მიდგომა დაღუპავს გუნდს მილანთან. კვარა პირველ რიგში თანაგუნდელებს ყავდათ გამოთიშული ბიჭი ცენტრში შეიწია და იქ დაიწყო ხელების შლა აქა მაინც მომეცით პასიო. ხვიჩამ დროა გასახდელში "მიაკაჩავოს" პასის "ჟმოტები" თორე ასეთი "ბუნჩულობაც" არ ივარგებს ფაქტია მაგრად აიგნორებენ ეს ლუზერები. მინდა დავიჯერო ეს ორი მატჩი სპალეტის "სპექტაკლი" იყო თუ არა და ვაი ასეთ დაცვას და ცენტრს შეგვჭამს მილანი ასეთ უსუსურ უხერხემლო გუნდს და პირველი მატჩში განწირულის როლში ჩაგვაყენებს. როგორ მთელ გუნდს თამაში დაავიწყდა ტო? ეს ასე არ ხდება.
მილანთან გაუჭირდებათ ასეთი თამაშ ით.
დავიჯრო ჰამშიკი, კავანი და სხვანი რომ ჰყავთ ლეგენდებად, იმათ დროს წაგებული თამაშები არ ჰქონდა ნაპოლის? რატომ არის ტრაგედია რთული თამაშები, მაშინ როდესაც გუნდი თითქმის პლიუს 20 ქულითაა წინ?!
მეტიჩრობას და უკუდო ამპარტავნობას ჰგავს ეს ყველაფერი. ნეაპოლელების მხრიდანაც და ჩვენი მხრიდან ხომ საერთოდ.
რომელიმე გუნდი ყოფილა, რომელსაც ან წაგების გარეშე ან რთულად გადასალახი მეტოქეების გარეშე მოუგიათ ტიტულები? მაშინ რა აზრი აქვს ეგეთ თამაშებს?
ნაპოლიმ ხვიჩას უდიდესი ძალისხმევით მოახერხა ის, რომ პირველივე ტურიდან აკრიფა ქულები, მიუხედავად იმისა, რომ ფიორენტინასთან და ლეჩესთან დასაწყისშივე დაკარგა.
ისეთი შედეგიანი თამაშები დადო და ისეთი სანახაობრივი, რომ წესით ნამუსი უნდა ეყოს გულშემატკივარს და რთული მოგების მერე თავის გუნდს არ უნდა ეუბნებოდეს ეს რა ცუდად ითამაშეთო.
ლეჩესთან საერთოდ ფრეს ველოდი დღეს, თუმცა ძალიან კარგია სამი ქულა რომ წამოიღეს.
გულშემატკივარი ისეთი ხისთავიანი არ უნდა იყოს, თავისი გუნდისგან რთული თამაშები ვერ აიტანოს. როდის იყვნენ ასე განებივრებული ?
ისე იქცევიან, თითქოს ყოველ წელს სკუდეტო ხელის გულზე ედოთ და ახლა მილანთან წაგებით თუ ლეჩესთან რთული მოგებით ყველაფერი დაკარგეს.
სასაცილოა ეს მდგომარეობა. უდიდეს მადლობას უნდა უხდიდნენ თავიანთ ფეხბურთელებს და განსაკუთრებით ხვიჩას, რადგან უდიდესი გარდაქმნა მოახდინა გუნდში.
სიმეონეს დასცინოდნენ დღეს, ისედაც ცოტა დრო ეძლევა, გამოვიდა და ტრავმა მიიღო, მას უნდოდა ეგრე რომ მომხდარიყო? იციან საერთოდ რთულია ეგ მდგომარეობა?გულშეატკივარი გვერდით უნდა დაუდგეს თუ დასცინოს? როცა ითამაშა ყოველთვის კარგად ითამაშა სიმეონემ.
წარმოდგენაც არმინდა კვარას ერთი ფეხის დაცდენაზე რასაც გაუკეთებენ და ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ ჩვენებიც აჰყვებიან.
სირცხვილია, ასე მოქცევა!
წლები რომ გავა მერე გაიხსენებენ ამ გუნდს, ხვიჩას და ოსიმენის ლიდერობით, როცა უკვე არცერთი ფეხბურთელი აღარ ეყოლებათ გუნდში, და მერე დააფასებენ. სკუდეტოს ოცნებას რომ აიხდენენ ვინ იცის კიდევ რამდენი წელი მოუწევთ ლოდინი.
2023 წელია, უნდა გაიზარდოს გულშეატკივარი, მესმის ტემპერამენტიც, თავგადაკლულობაც და ფანატიზმიც მაგრამ დაფასება, განხილვა, არგუმენტების მოყვანა ჯობია ყოველი თამაშის მერე, ვიდრე უაზრო ყიყინი.
მარადონას ეგ ამბები არ მახსოვს რაც მოყევით, არ ვიცოდი. სამწუხაროა ძალიან.
ცოტა მეშინია ხვიჩა რომ ამ ფანატიკოსებში მოხვდა. არც მისი ხატების შექმნა და ბავშვებისთვის სახელის დარქმევა მახარებს დიდად...