"მისგან განსხვავებით, ლეაო მთელ გუნდს იყოლიებს" - პანუჩიმ ქართველისა და პორტუგალიელის დუელზე ისაუბრა

AutoSharing Option
"რეალისა" და "მილანის" ყოფილმა მცველმა კრისტიან პანუჩიმ Agi-სთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ნაპოლისა" და "როსონერის" დაპირისპირებაზე ისაუბრა და ერთმანეთს ამ 2 გუნდის წამყვანი ფეხბურთელები შეადარა.

"ვფიქრობ, ნახევარფინალში "მილანი" გავა და ამაში უდიდეს წვლილს ოლივიე ჟირუ შეიტანს. ჩემპიონთა ლიგის მატჩები ჩემპიონატის შეხვედრებისგან ძალიან განსხვავდება. "როსონერი" "ნაპოლისთან" (4:0) გამარჯვების შემდეგ უფრო თავდაჯერებული გახდა.

"მილანი" ისტორიულად ყოველთვის 4-მცველიანი სისტემით თამაშობდა. მაიკ მენიოს ძლიერი ხასიათი აქვს და უფრო რისკავს, ვიდრე ალექს მერეტი.

კიმსა და ტომორის შორის არჩევანს სამხრეთკორეელზე გავაკეთებ. ბენასერი თუ ლობოტკა? ალჟირელი ფეხბურთელი
აღმაფრთოვანებს, მას არასდროს ეშინია. "პარტენოპეისთან" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება ლეაოს და "კვარას" შედარებას, მე პორტუგალიელს ვირჩევ, რადგან მას გუნდისთვის უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე ხვიჩას. როდესაც პორტუგალიელი ბრწყინავს, იგი ამ მომენტში მთელ გუნდს იყოლიებს" - განაცხადა პანუჩიმ.

შეგახსენებთ, "მილანისა" და "ნაპოლის" პირველი შეხვედრა ოთხშაბათს, 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

altკვარაცხელია, როგორც ბონუსი და პარტნიორების "დაიგნორება" "ნაპოლიში"...

alt"ნაპოლი" ჩამოწერეს? - ანჩელოტიმ და მალდინიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვედრა "დაგეგმეს"

altდიდი დარტყმა "ნაპოლის" - "მილანთან" მატჩის წინ სპალეტის გუნდში ცუდი ამბებია

მკითხველის კომენტარები / 37 /
მიდი ჩვენო ოქრო კაცო გააჩუმე პანუჩისნაირი ბოროტები მაინტერესებს მაგათი სახეები 13 ში დილით მერე რას იტყვიან ბოდიში შეგვეშალაო თუ ვაი ეს რა დაგვემართაო
გიორგი
10 აპრილი 2023 13:23
4
ლეაოს რაც სივრცეები ეძლევა იმდენი კვარას რო მიცეს მცველებმა (მუდამ სამი კაცი აკონტროლებს) ყილო ელ თამაშში ატალანტას გატანილ დონის გოლებს ყოველ მეორე მატჩში გაიტანდა. საპირისპიროდ კარგად დაინახეთ ნეაპოლში დილორენცომ სივრცეების ფეიერვერკი მოუწყო ლეაოს და ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი მაღალი კლასის ვინგერი გაიბრწყინებს.
Charley
10 აპრილი 2023 13:10
2
კარგით რა ხალხნო! პანუჩი მილანის ყოფილი ფეხბურთელია, გულით და სულით მილანს გულშემატკივრობს და რას იტყოდა აბა? მითუმეტეს თამაშის წინ, როდესაც ორივე გუნდის ფეხბურთელებს გამხნევება ჭირდებათ.
არტ
10 აპრილი 2023 12:25
3
მილანში საერთოდ არ უთამაშია რომაში იყო ბოლოს რეალში
სოსო
10 აპრილი 2023 12:41
13
არის ამაში რაციონალური მარცვალი, ნაპოლიში ყველა რაღაცის დამტკიცებას ცდილობს და კვარას აღიარება ლიდერად თითქოს განგებ არ უნდათ. მაგრამ კვარა რისი კვარაა თუ ყველას არ დაანახა რა შეუძლია!
Irakli
10 აპრილი 2023 12:18
1
დარწმუნებული ვარ რაც მეტი ასეთი ჰეითერი გამოუჩნდება ხვიჩას მით უკეთეს თამაშს დადებს.
რრრ
10 აპრილი 2023 12:16
1
პანუჩი მოგხდება პანჩური...პირველ თამაშში მოუწევს მილანელებს ზონების გახსნა და..ნახავ რას წარმოადგენს ხვიჩა როცა მის კრაიზე ნატისკი ნაკლებია...სივრცეები გაუტავისუფლდება...შეადარა ახლა სამ ფენაში დაცულ კვარას..უკონტროლო ლეაო...ყველა სივრცე გახსნილი რომ ელოდა წინ..იგულავა ტიპმა იმენნა ნაპოლის დაცვის უაზრო თამაშის გამო..
ბუჯანგა
10 აპრილი 2023 11:38
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული