"მისგან განსხვავებით, ლეაო მთელ გუნდს იყოლიებს" - პანუჩიმ ქართველისა და პორტუგალიელის დუელზე ისაუბრა

AutoSharing Option
"რეალისა" და "მილანის" ყოფილმა მცველმა კრისტიან პანუჩიმ Agi-სთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ნაპოლისა" და "როსონერის" დაპირისპირებაზე ისაუბრა და ერთმანეთს ამ 2 გუნდის წამყვანი ფეხბურთელები შეადარა.

"ვფიქრობ, ნახევარფინალში "მილანი" გავა და ამაში უდიდეს წვლილს ოლივიე ჟირუ შეიტანს. ჩემპიონთა ლიგის მატჩები ჩემპიონატის შეხვედრებისგან ძალიან განსხვავდება. "როსონერი" "ნაპოლისთან" (4:0) გამარჯვების შემდეგ უფრო თავდაჯერებული გახდა.

"მილანი" ისტორიულად ყოველთვის 4-მცველიანი სისტემით თამაშობდა. მაიკ მენიოს ძლიერი ხასიათი აქვს და უფრო რისკავს, ვიდრე ალექს მერეტი.

კიმსა და ტომორის შორის არჩევანს სამხრეთკორეელზე გავაკეთებ. ბენასერი თუ ლობოტკა? ალჟირელი ფეხბურთელი
აღმაფრთოვანებს, მას არასდროს ეშინია. "პარტენოპეისთან" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება ლეაოს და "კვარას" შედარებას, მე პორტუგალიელს ვირჩევ, რადგან მას გუნდისთვის უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე ხვიჩას. როდესაც პორტუგალიელი ბრწყინავს, იგი ამ მომენტში მთელ გუნდს იყოლიებს" - განაცხადა პანუჩიმ.

შეგახსენებთ, "მილანისა" და "ნაპოლის" პირველი შეხვედრა ოთხშაბათს, 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

altკვარაცხელია, როგორც ბონუსი და პარტნიორების "დაიგნორება" "ნაპოლიში"...

alt"ნაპოლი" ჩამოწერეს? - ანჩელოტიმ და მალდინიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვედრა "დაგეგმეს"

altდიდი დარტყმა "ნაპოლის" - "მილანთან" მატჩის წინ სპალეტის გუნდში ცუდი ამბებია

მკითხველის კომენტარები / 37 /
ლეაო რამდენი წელია იტალიაში თამაშობს, წელს კი მხოლოდ ნაპოლისთან გამოუვიდა, იმიტომ რომ დილორენცოს აყვანილი არ ჰყავდა და მსოფლიოში საუკეთესო შემტევი მცველი ეხმარებოდა, ამასთან ნაპოლის მოტივაცია აკლდა, თორემ ლეაო 2 თვე უგოლოდ იჯდა, დავიცადოთ და ვნახავთ ახლა რასაც ვხედავ ყოველდღიურად უმატებს, ახლა უკვე არის ყველა დროის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელებში და, იმედია, ავა მესხის, ყიფიანის დონემდე, ისინი საუკეთესოები 24-26 წლის ასაკში იყვნენ
პატრიოტი
10 აპრილი 2023 17:06
2
პანუჩი სანაია
პანუჩი
10 აპრილი 2023 19:39
6
პანუჩი, მოგხვდება პანუჩური პანჩური.
ენისგასატეხი
10 აპრილი 2023 18:43
4
პანუჩიმ ნახოს სტატისტიკა, ხვიჩა ყველა პარამეტრით სჯობია ლეაოს (არა მხოლოდ გოლებითა და "ასისტებით"), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პასების რაოდენობა და სიზუსტე.

https://www.bbc.com/sport/football/italian-serie-a/top-scorers/assists
ზაქრო
10 აპრილი 2023 17:11
2
ვნახოთ, როგორ იჭიკჭიკებ 2 კვირაში, არაფრის მომცემი თამაში წააგო ნაპოლიმ, აი ახლა, როცა მთავარი თამაშები წინაა, ნაპოლი სულ სხვა ტაქტიკით ითამაშებს და სულ სხვა შემართებით, პიოლიმ ყველა კარტი გახსნა და სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და მაგრადაც მიჰქარა. პ.ს. GLA-ს გადაეცით, სომხეთი უფრო ადრე დაიბრუნებს ყარაბახს (მეტი არაა ჩემი მტერი), ვიდრე მხითარიანი გახდება სერია A-ს ჩემპიონი.
10 აპრილი 2023 16:37
3
ჩვენი მხიტარიან უფრო მაგარია ორივეზე. რომა ჩემპიონი გახდება ნაპოლის 25 ქულას ჩამოაკლებენ ოსიმენის ტრანსფერისათვის.
G.LA
10 აპრილი 2023 13:55
51
ისიც არ იცი მხითარიანი სად თამაშოპს,,რომა რო გახდეს ჩემპიონი მერე შენ და მხითარიანს რაა რო??კვარა მთელ სასომხეთზე მაგარია არამც თუ ნაკრეპზე
კაი ერთი
10 აპრილი 2023 21:12
0
რა მოწიე ასეთი ძმა:)) ჩვენც გაგვასინჯე:))
სანდრო
10 აპრილი 2023 19:10
1
ყველა გამოხმაურება
ანუ ლეოა როგორც მახსოვს მესამე მეოთხე სეზონია მილანშია , ხვიჩა გუშინ გადავიდა რა თქმა უნდა ლეაო უფრო გაშინაურებულია გუნდთან , ხვიჩა რომ ლეაოს წლოვანების იქნება დიდი ალბათობით შესადარებელიც აღარ გექნება დამსახურებულო პანუჩიიი !!!
bejo
11 აპრილი 2023 12:39
0
პასს არ აძლევენ თანაგუნდელები, რა აყოლიებაზეა საუბარი
deka22
11 აპრილი 2023 11:55
0
სამწუხაროდ სიმართლეა
სააკაძე
10 აპრილი 2023 16:57
14
კვარა როგორ აიყოლიებს მთელ გუნდს, როცა მარიო რუი ერთ პასში 500 ევროს ითხოვს?
დინამოელი
11 აპრილი 2023 08:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული