"მისგან განსხვავებით, ლეაო მთელ გუნდს იყოლიებს" - პანუჩიმ ქართველისა და პორტუგალიელის დუელზე ისაუბრა

AutoSharing Option
"რეალისა" და "მილანის" ყოფილმა მცველმა კრისტიან პანუჩიმ Agi-სთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ნაპოლისა" და "როსონერის" დაპირისპირებაზე ისაუბრა და ერთმანეთს ამ 2 გუნდის წამყვანი ფეხბურთელები შეადარა.

"ვფიქრობ, ნახევარფინალში "მილანი" გავა და ამაში უდიდეს წვლილს ოლივიე ჟირუ შეიტანს. ჩემპიონთა ლიგის მატჩები ჩემპიონატის შეხვედრებისგან ძალიან განსხვავდება. "როსონერი" "ნაპოლისთან" (4:0) გამარჯვების შემდეგ უფრო თავდაჯერებული გახდა.

"მილანი" ისტორიულად ყოველთვის 4-მცველიანი სისტემით თამაშობდა. მაიკ მენიოს ძლიერი ხასიათი აქვს და უფრო რისკავს, ვიდრე ალექს მერეტი.

კიმსა და ტომორის შორის არჩევანს სამხრეთკორეელზე გავაკეთებ. ბენასერი თუ ლობოტკა? ალჟირელი ფეხბურთელი
აღმაფრთოვანებს, მას არასდროს ეშინია. "პარტენოპეისთან" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება ლეაოს და "კვარას" შედარებას, მე პორტუგალიელს ვირჩევ, რადგან მას გუნდისთვის უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე ხვიჩას. როდესაც პორტუგალიელი ბრწყინავს, იგი ამ მომენტში მთელ გუნდს იყოლიებს" - განაცხადა პანუჩიმ.

შეგახსენებთ, "მილანისა" და "ნაპოლის" პირველი შეხვედრა ოთხშაბათს, 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

altკვარაცხელია, როგორც ბონუსი და პარტნიორების "დაიგნორება" "ნაპოლიში"...

alt"ნაპოლი" ჩამოწერეს? - ანჩელოტიმ და მალდინიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვედრა "დაგეგმეს"

altდიდი დარტყმა "ნაპოლის" - "მილანთან" მატჩის წინ სპალეტის გუნდში ცუდი ამბებია

მკითხველის კომენტარები / 37 /
ლეაოს არ ვაკნინებ მაგრამ თუ რაიმეს თავი ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა ექნა და ასევე სერია ა ში, მინუს 20 ქულით რომ არის პირველ ადგილოსანზე უკან. კვარას პირველი სეზონია, თან სივრცეებში შეზღუდულია, და მაინც რამხელა გავლენა აქვს გუნდზე..

კვარას ჰეითერები იძახიან, ნაპოლი იმიტომ არის პირველ ადგილზე, რომ სხვა იტალიური გუნდები არიან ცუდ ფორმაშიო და მგონი ისტორიას არ ახსოვს ამდენი იტალიური გუნდი გასულიყოს მეოთხედფინალში და ასეთი ძლიერი ყოფილიყოს ჩემპიონატი.
5:1 ის მერე რაც ქართველმა იუვენტუსის ფანებმა კვარას აგინეს, მსგავსი არ მომსწრებია.

მესმის, რომ ჩამორჩენილი ქვეყნები, სადაც ფეხბურთი განვითარებული არ არის, ირჩევენ უცხოურ გუნდებს და გულშემატკივრობენ, იმიტომ რომ ფეხბურთი უყვართ და თავიანთი ქვეყანა ვერ სთავაზობს სანახაობრივ თამაშებს მაგრამ რეალობას როგორ უნდა მოგწყვიტოს იუვენტუსის ან მილანის სიყვარულმა, რომ სხვისი ნიჭი და პროფესიონალიზმი ვერ დაინახო.

არვიცი კვარას ამდენი ჰეითერი რატომ ჰყავს საქართველოში. აქ იფილტრება კომენტარები კიდე და თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენი ჩასაფრებული ჰყავს ირგვლივ.
გუშინ არსენალი ლივერპულს თუ ვინმემ უყურა, როგორ უნდა დაგაბრმაოს სხვა გუნდის სიყვარულმა, რომ ფეხბურთის სილამაზე ვერ აღიქვა.
ნაპოლი აიაქსს ვუყურებდი ჩანაწერს, 6:1 რომ მოუგო ნაპოლიმ, უბრალოდ დააკვირდით ფეხბურთის ზეიმია ნაპოლის მხრიდან, ეს ჩასაფრება და პატარა კაცის სინდრომი მითუმეტეს ქართველებმა როგორ არუნდა მოვიშალოთ.
იმის აღიარება, რომ კვარამ შეცვალა ნაპოლი და ნაპოლის წარმატება კვარა+ოსიმენის დამსახურებაა და არა სხვა გუნდების ცუდი თამაშის, ამის თქმა კატასტროფა აღმოჩნდა ქართველისთვის. (ყველას არ ეხება).

საქართველოს ჩემპიონატში თამაშისას როგორ იყვნენ ჩასაფრებული, თავი ვინმეზე მეტი რომ არ ჰგონია ამასო.
:D
Skeleton
10 აპრილი 2023 13:35
6
ყოველთვის ინტერესით ვკითხულობ "სკელეტონის" კომენტარებს და გივის ვეთანხმები,რომ მართლაც მაგრად უბერავს.ძალიან მაგრად,ძალიან კარგად და ძალიან სწორადაც უბერავს!აზრიც უჭრის,კალამიც,ანალიზიც კარგი აქვს და წესიერიცაა.არც ქართული ენის გრამატიკასა და სიტყვათა მარაგში დაეწუნება რაიმე და არც ეროვნულობაში.მის კომენტარებში გამოსჭვივის,რომ საკმაოდ ახალგაზრდა ასაკისაა და არ ვიცი ვინ არის,მაგრამ სიამოვნებით ვნახავდი,ჟურნალისტის(არა მხოლოდ სპორტული) ამპლუაში.
სოსო
10 აპრილი 2023 19:04
2
მაგრად უბერავ ხომ იცი.
გივი
10 აპრილი 2023 15:48
5
ყველა გამოხმაურება
არის ამაში რაციონალური მარცვალი, ნაპოლიში ყველა რაღაცის დამტკიცებას ცდილობს და კვარას აღიარება ლიდერად თითქოს განგებ არ უნდათ. მაგრამ კვარა რისი კვარაა თუ ყველას არ დაანახა რა შეუძლია!
Irakli
10 აპრილი 2023 12:18
1
კარგით რა ხალხნო! პანუჩი მილანის ყოფილი ფეხბურთელია, გულით და სულით მილანს გულშემატკივრობს და რას იტყოდა აბა? მითუმეტეს თამაშის წინ, როდესაც ორივე გუნდის ფეხბურთელებს გამხნევება ჭირდებათ.
არტ
10 აპრილი 2023 12:25
3
მილანში საერთოდ არ უთამაშია რომაში იყო ბოლოს რეალში
სოსო
10 აპრილი 2023 12:41
13
ლეაოს უსმენენ მანდ და ლიდერია გუნდის, ჩვენ ბიჭს არ უსმენენ ჯერ, მაგრამ მოუწევთ მოსმენა, ჯერ მაინც ენის ბარიერი პირველი სეზონი და ა.შ დანარჩენი ხო ვიცით რა მხეცისა მინდორზე ჩვენი ხვიჩა
გოგა
10 აპრილი 2023 16:08
2
პანუჩი მოგხდება პანჩური...პირველ თამაშში მოუწევს მილანელებს ზონების გახსნა და..ნახავ რას წარმოადგენს ხვიჩა როცა მის კრაიზე ნატისკი ნაკლებია...სივრცეები გაუტავისუფლდება...შეადარა ახლა სამ ფენაში დაცულ კვარას..უკონტროლო ლეაო...ყველა სივრცე გახსნილი რომ ელოდა წინ..იგულავა ტიპმა იმენნა ნაპოლის დაცვის უაზრო თამაშის გამო..
ბუჯანგა
10 აპრილი 2023 11:38
7
დარწმუნებული ვარ რაც მეტი ასეთი ჰეითერი გამოუჩნდება ხვიჩას მით უკეთეს თამაშს დადებს.
რრრ
10 აპრილი 2023 12:16
1
ლეაოს რაც სივრცეები ეძლევა იმდენი კვარას რო მიცეს მცველებმა (მუდამ სამი კაცი აკონტროლებს) ყილო ელ თამაშში ატალანტას გატანილ დონის გოლებს ყოველ მეორე მატჩში გაიტანდა. საპირისპიროდ კარგად დაინახეთ ნეაპოლში დილორენცომ სივრცეების ფეიერვერკი მოუწყო ლეაოს და ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი მაღალი კლასის ვინგერი გაიბრწყინებს.
Charley
10 აპრილი 2023 13:10
2
მიდი ჩვენო ოქრო კაცო გააჩუმე პანუჩისნაირი ბოროტები მაინტერესებს მაგათი სახეები 13 ში დილით მერე რას იტყვიან ბოდიში შეგვეშალაო თუ ვაი ეს რა დაგვემართაო
გიორგი
10 აპრილი 2023 13:23
4
პირველი გოლი ბრალი დიასმა დაუხატა პასი, მეორე მართლაც მაგარი შეასრულა, მაგრამ მთელი სეზონი რო აიღო ხვიჩა ერთი თავით მაღლა დგას.
ეს დებატები რომ მორზეს, ამიტომ ლიგაზე უნდა შეუსრულოს ხვიჩაიამ, იმედია ესეც მოხდება
მეგრელი
10 აპრილი 2023 20:57
4
ნაპოლი არ ითამაშებს პირველ ნომრად, როგორც ეს ნეაპოლში იყო. თუ მით უმეტეს, ოსიმენი თუ არ იქნება, წინდაუხედავად არ გაიქცევიან წინ და თავისუფალ სივრცეებს არ შეუქმნიან მილანს.
ისე, ბუკმეკერები, ნაპოლის მოგებაზე უფრო ნაკლებ კოეფიციენტს იძლევიან, ვიდრე მასპინძლებზე. ეგეც თქვენი ფავორიტი მილანი.
მიშა
10 აპრილი 2023 21:27
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული