კანკავამ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და "სლოვანი" თასის ფინალში გაიყვანა

AutoSharing Option
სლოვაკეთის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "სლოვანს" "სკალიცა" საკუთარ მოედანზე 2:1 ჰყავდა დამარცხებული, დღეს კი, საპასუხო შეხვედრაში, დამატებით დროში ფრეს მიაღწია (3:3) და ფინალში გავიდა.

ძირითად დროში მასპინძლებმა 3:2 იმარჯვეს, ხოლო დამატებითში კანკავამ მეტოქის კარი დალაშქრა და თავის გუნდს ფინალის საგზური მოუპოვა. ჯაბამ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა.

კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, გიორგი ჩაკვეტაძე 84-ე წუთზე შეცვალეს, გურამ კაშია კი 84-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

1-ელ მაისს ფინალში "სლოვანი" ტრნავაში ადგილობრივ "სპარტაკს" დაუპირისპირდება.

სკალიცა. "სკალიცა". 2 717 მაყურებელი
სკალიცა - სლოვანი
3:3 (ძირ. დრო 3:2)
გოლები: 1:0 ვლასკო (33), 1:1 გრინი (58), 1:2 გრინი (75), 2:2 პოდჰორინი (79), 3:2 ჰაშა (90+2), 3:3 კანკავა (93)

მკითხველის კომენტარები / 4 /
არ დავიღლები ამის თქმით: ჯაბა გვჭირდები ნაკრებში!
შაკო
20 აპრილი 2023 19:41
0
თურმე ჯაბა ატორმუზებს ნაკრებს! ვაი, თქვენს პატრონს და უი ჩვენ, თქვენს შემხედვარეს!
გიორგი
20 აპრილი 2023 16:24
1
არადა, როგორ გვჭირდება მისი თავი,ნაკრებში!
სოსო
20 აპრილი 2023 15:44
1
დააბრუნეთ ჯაბა ნაკრებში.
ეეე
20 აპრილი 2023 00:48
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული