კოსტიუკის ხელმძღვანელობით, 19-წლამდელებმა, სადაც წიტაიშვილი ასპარეზობდა, ჭაბუკთა პირველობა მოიგეს და თავი უეფას ლიგაზე წარმოაჩინეს. კოსტიუკმა განაცხადა, რომ უეფას PRO ლიცენზია
მიიღო და უმაღლეს დონეზე სამუშაოდ მზადაა. მან წიტაიშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა.
- გიო წიტაიშვილს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ეს ავანსები ვერც უკრაინაში გაამართლა და ახლა ვერც პოლონეთში. რა არის ამის მიზეზი?
- ფსიქოლოგია, მწვრთნელის ნდობა. ეს ყველაფერი დამრიგებლის ფეხბურთელთან მუშაობის დონეზეა. ჩვენ ვიცით, რომ ქართველები ემოციურები არიან. გიო ამის ნათელი მაგალითია. მწვრთნელმა შეგირდთან საერთო ენა უნდა გამონახოს. ფეხბურთელი გუნდისთვის უნდა გაისარჯოს. დაემორჩილოს გუნდურ მოქმედებას და შედეგზე იმუშაოს.
"ანდერლეხტთან" მატჩის წინ გიოსთან საუბარი მქონდა. ავუხსენი, რომ მთელი 90 წუთი თამაშს ვერ გაუძლებდა (იმ შეხვედრამდე ორი დღით ადრე U-21-ში ხელოვნურსაფარიან მოედანზე მთელი მატჩი ჩაატარა). მეორე ტაიმში გაძლიერებას ვსაჭიროებდით. აუცილებელი იყო სიახლე და შემოქმედებითობა. გიო ჯოკერი უნდა გამხდარიყო. "ანდერლეხტთან" უეფას ჭაბუკთა ლიგის მატჩში წიტაიშვილი შეცვლაზე მაშინ შემოვიდა, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, საჯარიმოდან გაიტანა, თამაშის მიმდინარეობაზე გავლენა იქონია და გარდატეხა მოახდინა.
მომზადებულია ua.tribuna-ს მიხედვით