გოჩოლეიშვილი უკრაინულ კლასიკოში - "შახტარმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის 22-ე ტურში „შახტარი“ გასვლაზე კიევის „დინამოს“ დაუზავდა - 1:1.

დონბასური გუნდის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი მწვრთნელმა იგორ იოვიჩევიჩმა ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 74-ე წუთზე თავდამსხმელ მარიან შვედით შეცვალა. გოჩოლეიშვილმა ჩემპიონატის მეშვიდე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მე-12 წუთზე სტუმრები ტარას სტეპანენკომ დააწინაურა, 82-ე წუთზე კი ოლეკსანდრ ანდრიევსკიმ საჯარიმოდან საპასუხო გოლი გაიტანა.

„შახტარი“ 53 ქულით ლიდერია და 28 აპრილს სტუმრად „კოლოსს“ დაუპირისპირდება.

კიევი. „ვალერი ლობანოვსკი“
დინამო - შახტარი 1:1
გოლები: 0:1 სტეპანენკო (12), 1:1 ანდრიევსკი (82)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან ნიჭიერი და მშრომელი ბიჭია. დიდ ფეხბურთს ითამაშებს აუცილებლად. სწორად მოიქცა შახტარში რომ წავიდა, ტრამპლინია დიდ გუნდებში სათამაშოდ.
Giorgi
01 მაისი 2023 19:36
0
დღეს ვერ მოახერხა საკუთარ კარში გოლის გატანა
ნოფო
23 აპრილი 2023 18:33
13
ჩემი აზრით ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს წარმატებები ვუსურვოთ
მოურინიო
22 აპრილი 2023 20:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული