სრული სიგიჟე ნეაპოლში - რა ვიდეოს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელია "იუვენტუსთან" გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 23 აპრილს, სერია A-ს 31-ე ტურში, "ნაპოლი" "იუვენტუსს" დაუპირისპირდა და მეტოქე 1:0 დაამარცხა, რითაც ჩემპიონობისკენ და ნანატრი სკუდეტოს მოგებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

შუაღამისას ნეაპოლში ფეხბურთელებს აეროპორტში ათასობით გულშემატკივარი დახვდა.

"პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ თავის "ინსტაგრამგვერდზე" ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ აღნიშნავენ ფეხბურთელები ავტობუსის სახურავზე უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს 78 ქულით ლიდერობს. "პარტენოპეის" ჩემპიონობის მოსაპოვებლად 5 ქულა სჭირდება, თუმცა არსებობს შანსი, რომ სპალეტის გუნდმა სკუდეტო მომდევნო ტურშივე გაინაღდოს, იმ შემთხვევაში, თუ ნეაპოლელები "სალერნიტანას" დაამარცხებენ და "ლაციო"
"ინტერთან" გამარჯვების მოპოვებას ვერ შეძლებს.

alt"ისეთი დამანგრეველი აღარ არის, როგორიც სეზონის პირველ ნახევარში იყო" - რას წერს იტალიური მედია "კვარაზე"

altნეაპოლში საგიჟეთია - ქალაქი ეგებება თავის გმირებს

altმეტად სასარგებლო ხვიჩა - "ნაპოლი" შეიძლება 30 აპრილს ჩემპიონი გახდეს

მკითხველის კომენტარები / 10 /
სად არის ახლა ეს ქუდი,სად წავიდა? ნაპოლში ეს შემოვა მოდაში :-):-)
მეც მინდა ერთი ასეთი ქუდი.
მოცლილი
25 აპრილი 2023 15:02
1
სანაია, მარქარა, ის ბოღმიანი ქალი და გორგილა მხოლოდ იმით შეგვიძლია ვანუგეშოთ რომ საგოლე მოქმედებით ვერ გამოირჩა ხვიჩა. :D
შმოლა
24 აპრილი 2023 17:51
8
რომ გავიაზროთ! ევროპაში ძლიერ ლიგაში გადასვლა უკვე წარმატებაა, თავიდან ნაპოლში მოხვედრა სკეპტიკურად აღვიქვი, ნაპოლის ბოლოდროინდელი დამსახურებების ფონზე, სულ რაღაც აკლდებოდათ, ახლა კი ოცნება რეალობა გახდა, მადა ჭამაში მოდისო და ჩემპიონთა ლიგაზეც გაგვიჩნდა ამბიცია, ცოტა დააკლდათ, არაუშავს-მოჩქარეს მოუგვიანდესო.... მაღალი ტემპით შეაბიჯა ხვიჩამ ევროპაში და მთავარია სტაბილურად ზრდა განაგრძოს, მომავალი სეზონი იქნება მთავარი, გუნდსაც და სპალეტისაც ხარვეზებთან ერთად რესურსიც აქვს, ლიგისთვის გაძლიერებაა საჭირო და ჩვენზე უკეთ ლოურენტეს ეცოდინება ამბიციებს ,,ხორცი როგორ შეასხას"....ინგლისისთვის ხვიჩა ჯერ მზად არ მგონია...
გუსანი
24 აპრილი 2023 16:06
1
ხვიჩა ბიჭო! ჩაის დასაკრეფად, ხომ არ მიდიხარ? ანდა პეპლების დასაჭერად ხომ არა?
ფხიიი.
24 აპრილი 2023 14:17
16
ჩაის საკრეფად არა, უფრო პეპლების დასაჭერად, ბავშვობა მინდა გავიხსენო.
ლექსო
24 აპრილი 2023 15:06
1
ხვიჩამ რომ ეგ იმპროვიზირებული ქუდი ხალხში გადაისროლოს, წარმომიდგენია რა წეწვა-გლეჯვა ატყდება. :)
გოგია
24 აპრილი 2023 13:42
0
ერთ ერთი მთავარი შემოქმედი ხარ ამ ლამაზი სეზონის. მიყვარხარ კვარა
კვარისტა
24 აპრილი 2023 12:57
1
ჯერ კიდევ არაფერი გვაქვს მოგებულიო სპალეტიმ და ღრეობაში არ გადაზარდოთ ზეიმი და სლოვენიის საკალათბურთო ნაკრებივით არ დაგემართოთ პოლონეთთან რომ წააგო...
წარმატებები!
ლაშა
24 აპრილი 2023 12:54
17
დაგაგვიანდა კომენტარები.დროზე უფრო იაქტიურე ხომ ხარ დაქირავებული
!!-ს
24 აპრილი 2023 21:37
2
რატო უდისლაიქებთ, მართალს ამბობს ადამიანი.
ჯერ სანამ თეორიული შანსები არსებობს, ზეიმი ზედმეტია.
ჩავთვალოთ, რომ ეს მხოლოდ იუვესთან მოგების აღნიშვნა იყო და არა სკუდეტოსი.
!!
24 აპრილი 2023 14:22
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული