„მეცი“ თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, თუმცა დაწინაურება სტუმრებმა მოახერხეს, მალე კი საბალის მოპოვებული პენალტით მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა. მან მიმდინარე ჩემპიონატზე მე-20 გოლი გაიტანა. შემდეგ მიქაუტაძემ ისევ დალაშქრა დედაქალაქელთა კარი, მაგრამ გოლი თამაშის წესების დარღვევის გამო არ ჩაუთვალეს. მასპინძლები შესვენების შემდეგ ბევრს უტევდნენ, პარიზელები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ. ბოლოს "მეცი" შტურმზე გადავიდა, კარგი მომენტიც ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა მეკარემ არ დაანება და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
„ბორდომ“ მეორე ტაიმში გატეხა „ვალანსიენი“. ზურიკო დავითაშვილი ისევ ძირითად შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს.
68 ქულით ჩემპიონატის ლიდერი „ჰავრია“, მეორე ადგილზე 62 ქულით "ბორდოა", მესამეზე კი 59 ქულით "მეცი".
„მეცი“ 6 მაისს გასვლაზე „ნიორს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბორდო“ იმავე დღეს „კანს“ უმასპინძლებს.
მეცი. „სენ-სიმფორიენი“
მეცი - პარიზი 1:1
გოლები: 0:1 გილავოგი (13), 1:1 მიქაუტაძე (18, პენ)
ვალანსიენი. „სტად დიუ ენო“
ვალანსიენი - ბორდო 0:2
გოლები: 0:1 ბარბეტი (69), 0:2 მაჯა (82)