"ადრე მსგავს მომენტებს არ აფუჭებდა" - რას წერს იტალიური მედია "კვარაზე"

AutoSharing Option
სერია A-ს 32-ე ტურში გათამაშების ლიდერმა "ნაპოლიმ" "სალერნიტანას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. "კვარამ" საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. იტალიურმა მედიამ მისი თამაში საშუალო ქულებით შეაფასა:

"ძალიან ბევრს ცდილობს, თუმცა ბოლო პერიოდში იღბალი მის მხარეს არ არის. "სალერნიტანასთან" სიზუსტე დააკლდა, მომენტებში კი ოჩოამ აჯობა, რამდენიმე კვირის წინ მსგავს მომენტებს არ აფუჭებდა" - Areanapoli 6 ქულა.

"მარცხენა ფეხით გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო. მეორე მომენტში კი
ოჩოამ აჯობა. მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლო" - Eurosport-ი 5.5 ქულა.

"მუდამ შეტევების ეპიცენტრშია, ბევრს მოძრაობს და თანაგუნდელებს ეხმარება, თუმცა ბოლო მომენტში შეტევის დაგვირგვინება უჭირს. მეორე ტაიმში უფრო სახიფათო იყო" - Tuttonapoli 6.5 ქულა.

"ამ გუნდის მთავარი ვარსკვლავია, მუდამ მოძრაობს, გოლის გატანასთანაც ახლოს იყო, თუმცა მისი დარტყმული კარს მცირე მანძილით ასცდა" - Tuttomercatoweb-ი 6.5 ქულა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 37 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "სალერნიტანასთან" მატჩში

alt"ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
სამწუხაროა, მაგრამ ასეა, კვარს "გადატვირთვა" სჭირდება. ეხლაა საჭირო კარგი დამრიგებელი, როგორც ფეხბურთის ისე ჭკუის!
წარმატებები კვარა!
Tengo
13:43 01-05-2023
5
მთავარია თავდაჯერებულობა არ უნდა დაკარგოს, რათქმაუნდა გარედან ადვილია საუბარი კონკრეტულ მომენტში როგორ უფრო ჯობდა მაგრამ ძირითადად მოჭრილს და შორეულ კუთხეში ურტყამს ( რაც მაგრად გამოსდის თან ცოტა იყო თავის გამოჩენის მომენტიც გადამწყვეტი გოლის გატანა ყველას უნდა) ახლო კუთხეში ოჩოასთვის უფრო მოულოდნელი იქნებოდა, ვერ დავეთანხმები სპალეტის გარკვეული დროით თამამად შეუძლია ფლანგი შეუცვალოს მცველებისთვის მოულოდნელი და თავსატეხიც გაუჩნდებათ მესხის
ან რედონდოს ცნობილი ფინტზეც თუ იმუშავებს არსენალი გაუმრავალფეროვნდება. მის უკან მყოფი ფეხბურთელი პასს ვინც აძლევს ჩერდება ხვიჩას როცა პას აძლევენ ყველა ელოდება რომ მოტყუებაზე მიდის ამიტომ პასის მიმცემმა თავი უნდა შესთავაზოს ან კედელია იმიტირება ან მის უკან ჩარბენას უნდა აკეთებდნენ რომ გაუადვილდება ავტობუსის გავლა ასევე პენალტის დროსაც ფარული პაუზა აუცილებელია მჯერა კიდევ უფრო მოიმატებს გამოიმუშავებს მკვლელის ინსტინქტს და ბევრს იშრომებს ყველა მკრიტიკებელს დაადუმებს ჩვენკი ბევრჯერ გაგვახარებს, უფალი შეგეწევა შენ შენს ოჯახს შენ სამშობლოს.
კახა
17:10 01-05-2023
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული