ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს - დეტალები ცნობილია

AutoSharing Option
"ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია სეზონის დასრულების შემდეგ "პარტენოპეისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ Corriere dello Sport-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს 22 წლის გარემარბის შენარჩუნება სურს და გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას სთავაზობს. იტალიური გამოცემის ინფორმაციით, "კვარა" ხელს 1-წლიან კონტრაქტს მოაწერს და გათვლილი 2028 წლის ზაფხულამდე იქნება.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, ხვიჩას წლიური ხელფასი 2.5 მილიონი ევრო იქნება, გარდა ამისა კონტრაქტში გაწერილი იქნება ბონუსებიც.

შეგახსენებთ, კვარაცხელია "ნაპოლის" გასულ წელს ბათუმის "დინამოდან" 10 მილიონ ევროდ შეუერთდა. ახალგაზრდა შემტევს "პარტენოპეისთან" მიმდინარე კონტრაქტი
2027 წელს ეწურება. 

alt"ფიორენტინასთან" ყველამ დაინახა, რას წარმოადგენს "ნაპოლი" კვარაცხელიას გარეშე და მასთან ერთად, რომელსაც იტალიელმა ჟურნალისტმა მხატვარი უწოდა

altხვიჩამ ყველაფერი შეცვალა - "ნაპოლიმ" "ფიორენტინა" დაამარცხა [VIDEO]

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ფიორენტინასთან" მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 13 /
გაახანგრძლივებს და ძალიანაც შეცდება. "ნაპოლი" ერთჯერადი გუნდია, მორიგ სკუდეტოს კიდევ 30 წელი უნდა ელოდოს. სპალეტის ხელში ხვიჩა გაფუჭდება
უტა
15 მაისი 2023 18:02
0
სასაცილო ხელფასია ხვიჩას დონის ფეხბურთელისთვის-დებილი კოსტიჩი იღებს მაგაზე მეტს ტურინში.ოსიმენის და კიმის ხელფასი რო კვარაზე ორჯერ და მეტჯერ მეტი იქნება რბილად რომ ვთქვათ დაუფასებლობაა
BOSS
08 მაისი 2023 20:59
1
პირველ რიგში ვულოცავ დამსახურებულ ჩემპიონობას. ეგ თავისი საქმეა რას იზამს, მაგრამ მაგ ხელფასი სასაცილოა მის შესაძლებლობებთან და დღევანდელ ფეხბურთელების ხელფასებთან შედარებით. ინგლისში მაგდენს თადარიგის ფეხბურთელი 2 ჯერ რო თამშობს სეზონში ის იღებს. ნაპოლიმ არაფრიდან შექმნა გუნდი და ახლა სანამ ფასი ადევთ დაყიდის ამ ლიდერებს ფულის შოვას ვერ ასწავლით დე ლაურენტისს. მომდევრო სეზონი რო ასეთი არ იქნება ფაქტია იმიტომ რომ არაა რასაც გრანდი ქვია და ოსიმენის ფასი შეიძლება 50 ლიმონი გახდეს ან ნაკლებიც. ძაან მაგარი სეზონი რომ ჩაატარეს წელს ფაქტია.
ქომაგი
08 მაისი 2023 17:37
1
ვისაც არ ესმის იმთთვის - ეს ხელფასის მცირედი ნამატი და ბონუსი იმის გარანტუაა რომ თუ ისევ მაგრად ითამაშა შემდეგ სეზონში, გრანდი უეჭველი წაიყვანს, ბონუსებით საკმაიდ ბევრი ნამატი ექნება ნუ დარდობთ, კიდევ ახალ კონტრაქტში ბევრი სასარგებლი რამ იქნება, სამაგიეროდ გრძელვადიანი კონტრაქტია და სულ რომ ფეხი ფეხზე გადაიდოს ხვიჩამ ან ჯვარი წერია ტრავმა მიიღოს წყნადად იქნება ფინანსურად.
სიტყბაზე რეალში და სხვა მდიდარ გრანდში დიდად მეტ ხელფასს არავინ მიცემდა და პირობებიც ბევრად უარესი ექნებოდა, ნიუკასლში ბევრი ფული და კარიერის დაპაუზება ელის, იტალიაში რატო გადავიდეს სხვაგან? ფული არც ერთ კლუბში არ არის ბევრი, ასე რომ ამ კონტრაქტით და ხვიჩას კარგი თამაშით კლუბიც იხეირებს და ხვიჩაც
???
08 მაისი 2023 16:31
4
წარმოდგენა თუ გაქვს ფეხბურთზე?
??? - ს
16 მაისი 2023 05:52
0
ამდენი კონტრაქტის გადაწერა რა ჯანდაბაა, მაგრამ ჯუღელს თავისი წილი ერგება ყოველი ახალი კონტრაქტიდან და ვერა და ვერ ძღება. არ გამიკვირდება, თუ ლაურენტისისგანაც იღებს ბონუსებს ხვიჩას დათანხმებაში. თავიდან ჰო, ბათუმიდან მიყავდათ და პირობებს დიდად ვერ უკარნახებდი, მაგრამ ახლა მსოფლიო ვარსკვლავების ათეულშია და ეს ხურდა-ფული 5-წლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ? თავი თუ არ დაიფასა, არც გამოსყიდველი გუნდი გადაიხდის ორნიშნა ციფრს. არადა, ეკუთვნის!
qomagi
08 მაისი 2023 15:35
3
სირცხვილია!აქედან რომ მიჰყავდათ,რა ვიცით,როგორ ითამაშებსო,მინიმალურ ფასად წაიყვანეს.ახლა გულშემატკივრის სიყვარულით აბამენ და კაპიკებზე სურთ დაითანხმონ,გაყიდვაზე დადგება საქმე და ისეთ ფასს დაადებენ,ხვიჩასაც კი გაუკვირდება.აგენტმა უნდა ივარგოს.მეგობრობა მეგობრობად,მაგრამ საქმე, საქმეა!გუშინ რეპორტაჟის დროს,კომენტატორმა თქვა,ხვიჩამ,მასში გადახდილი 10 მილიონი,49 დღეში ამოაღებინაო,ნაპოლის,ლიგის მატჩებში გამარჯვებებით მიღებული ჰონორარებით!ამის მერე,სულ მოგებაზე მუშაობს ნაპოლი.კეთილი ინებოს პრეზიდენტმა და გადაუხადოს ღირსეული ხელფასი,თორემ ხვიჩას მათი ვალი ,უკვე აღარ აქვს და მისი გაყიდვითაც,დიდ ფულს მიიღებს,ნაპოლი.ნამდვილად არ მინდა,კიდევ 1 წელი,აქედან წავიდეს,მაგრამ არც სულელად უნდა ჩათვალონ.ჩემპიონთა ლიგა,2,5 მილიონის ხელფასიანი საუკეთესო ფეხბურთელით უნდა?!ბიჭი მსოფლიოს 10 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში ფიგურირებს და 2,5 მილიონი?ინგლისის გუნდების სკამის მხეხავი ფეხბურთელები,სიცილით დაიხოცებიან,მის ხელფასს რომ გაიგებენ!მათ ხომ გაცილებით მეტი აქვთ,შემოსავალი.
სოსო
08 მაისი 2023 14:42
2
ჩემი აზრით არ უნდა აჩქარდეს ხვიჩა. ნაპოლის სპორტული დირექტორი ტოვებს, ასევე დიდი ალბათობით ოსიმენი და სხვა რამოდენიმე მოთამაშეებიც წავლენ გუნდიდან. ლაპარაკი იყო სპალეტის წასვლაზეც. ხვიჩას ხელფასი ძალიან შეუფერებელია იმ მოთამაშისთვის ვინც დიდ გავლენას ახდენს გუნდზე. მოთამაშის ავტორიტეს ხშირად მის თანაგუნდელები განსაზღვრავენ ზუსტად იმ დაფასებით რასაც ხელფასი ქვია. ამიტომ იყო ზუსტად რომ ახალ მისულ ხვიჩას 10 მილიონად ხშირად არ აძლევდნენ პასებს და ეს არ გვეჩვენებოდა, მერე იტალიელმა ჟურნალისტმაც დაწერა. ჩემი აზრით უკეთესი იქნება გაცილებით თუ მართლა ნიუკასლი შესთავაზებს ხელფასს 12 მილიონს გადავიდეს იქ, რადგან მგონია ასეთ პროგრესირებად გუნდში სადაც დიდი ფინანსებია უფრო მეტი ამბიციები ექნება გუნდსაც და ხვიჩასაც. ფეხბურთი დიდი ხანია უკვე ბიზნესად იქცა და ნაპოლი ამ ბიზნესში არის პროვინციული გუნდი, რომელსაც ასევე ბიზნესმენი მართავს და მას ეს ჩემპიონობაც ასევე ფულის ამონაგებიც აკმაყოფილებს, შეუძლია იტრაბახოს კიდევაც ამ მიღწევით. ხვიჩას როგორც ჩემპიონი წასვა უფრო აწყობს და არა მერე, როგორც რეგრესირებად ნაპოლიდან.
G.LA
08 მაისი 2023 13:23
6
ლეაოს ხელფასი მილანში 9 მილიონია.
ლადო
08 მაისი 2023 12:31
2
ტუ სპალეტმა თამაშის ტაქტიკა არ შეცვალა, არ ივარგებს.
ტიტე
08 მაისი 2023 12:24
4
ფულზე არაა საქმე საქმეა ადამიანის დაფასებასთან ფიორენტინასთან გამოჩნდა ხვიჩას გარეშე ნაპოლი და ოსიმენიც ასე რომ ეგ ინფორმაცია არ მგონია მართალი და ზოგადად ხვიჩამ ნაპოლიში ამოწურა თავის თავი .
zurabi
08 მაისი 2023 12:22
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული