Sky Sport: სპალეტი ექსპერიმენტებს გააგრძელებს - კვარაცხელია "მონცასთანაც" სათადარიგო იქნება

AutoSharing Option
სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გაინაღდა რა ჩემპიონის ტიტული, "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ძირითად შემადგენლობის დაყენებისას თავს ექსპერიმენტების უფლებას აძლევს.

Sky Sport-მა "ფიორენტინასთან" მატჩამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში არ იქნებოდა, რაც სიმართლე აღმოჩნდა და იგივეს იტყობინება "მონცასთან" შეხვედრის წინ.

გამოცემის მტკიცებით, რაც მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობა, კარში მერეტი დაბრუნდება, დაცვაში რაჰმანი, თავის გამოჩენის საშუალება მიეცემათ იმათ, რომლებსაც თამაში იშვიათად უწევდათ, რა თქმა უნდა, ოსიმენი გოლების მონაგარის გასაზრდელად თამაშს ისევ პირველივე წუთებიდან დაიწყებს, ხვიჩა კვარაცხელია კი კვლავ სათადარიგო იქნება და
მას ამჯერად ძერბინი შეცვლის.

ნაპოლი: მერეტი, ბერეშინსკი, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, გაეტანო, ელმასი, ძერბინი, ოსიმენი

ამ მატჩს, რომელიც 14 მაისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, არცერთი გუნდისთვის არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა კვარაცხელიას ისევ თადარიგში ყოფნა მთლად სასიამოვნო არ არის.

მკითხველის კომენტარები / 22 /
რა ვიფქრო აღარ ვიცი ..კვარას ეხლა სკამზე გადასმა ?
zurabi
18:28 13-05-2023
2
რაღაც ასე მგონია,რომ ოსიმენზე მიდის თამაში, რომ სერია А-ს საუკეთესო ფეხბურთელად გახადონ. ასე უფრო მოემატება ფასი. რადგან ხვიჩას არ ყიდიან სათადარიგოზე მისი დასმა არ არის გამართლებული. ამას ნაღდად არ ჰქვია დასვენება. ესეა გათვლილი და არ მგონია ეს სპალეტის გადაწყვეტილება იყოს. რას იზამ რაც არის არის,ჩვენ ამას ვერ შევცვლით. ბომბარდირობა საუკეთესო ფეხბურთელობას არ ნიშნავს, თუმცა ოსიმენი უძლიერესი ცენტრფორვარდია
დავით 67
17:45 13-05-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული