კაშია, კანკავა და ჩაკვეტაძე სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ

AutoSharing Option
სლოვაკეთის სუპერლიგის ბოლოსწინა ტურში „სლოვანმა“ გასვლაზე „დუკლა“ 2:1 დაამარცხა და ზედიზედ მეხუთედ, ისტორიაში კი მეცამეტედ გახდა ჩემპიონი.

„სლოვანის“ რიგებში ტრავმის გამო არ იყო გურამ კაშია, ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძემ 72-ე წუთზე შეცვალეს.

ჩემპიონატის ბოლო მატჩს ბრატისლავური გუნდი 20 მაისს საკუთარ მოედანზე „პოდბრეზოვასთან“ გამართავს.

ბანსკა ბისტრიცა. „SNP შტიავნიჩკი“. 6 018 მაყურებელი
დუკლა - სლოვანი 1:2
გოლები: 0:1 ჩავრიჩი (12), 0:2 ჩავრიჩი (62, პენ), 1:2 დეპეტრისი (90)

მკითხველის კომენტარები / 5 /
პოლონეთში არ გვყავს ჩემპიონი?
ვანჩოპე
13 მაისი 2023 23:11
4
ევროპაში უკვე 4 ჩემპიონი გვყავს, ვაშა ჩვენ ბიჭებს !!!
ვაჟა მასწ.
13 მაისი 2023 20:28
0
+აზაროვი
3/4
13 მაისი 2023 22:21
0
ვუყურებდი "სლოვანის" თამაშს და ერთი აზრი დამებადა: - ჩაკვემ რომ კარში დარტყმა მოინდომოს, ქალის შიშველი სხეულის რომელიმე ნაწილი ხომ არ დავუხატოთ და ჩამოვუკიდოთ კარზე - ჰა???
პლეხანოველი
13 მაისი 2023 20:27
4
მაშინ სულ არ დაარტყავს!))
დავით 67
14 მაისი 2023 12:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული