ვიერი: განმაცვიფრა "კვარამ" - მისგან იტალიაში ამას არავინ ელოდა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტიან ვიერიმ "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულ სეზონზე Il Mattino-სთან ინტერვიუში ისაუბრა:

"სპალეტის მუშაობა თავიდანვე დადებითად შევაფასეთ. მე ლუჩანოს მეგობარი ვარ და მასზე საუბარი ადვილია. როდესაც მოისურვებს, "ბობო ტვ-ზე" ველი. ყველა მოუსმენს. "ნაპოლიმ" წარმოუდგენლად ითამაშა, ევროპაში საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა და დამსახურებულად მოიგო სკუდეტო. შოუ მოაწყვეს.

რა თქმა უნდა, მათი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა სამწუხარო იყო. მიუხედავად ამისა, 10 ქულიდან "სუფთა" 10-ს დავუწერ. ზოგიერთ მატჩში იდეალურები იყვნენ. შესანიშნავი 10 თვე ჰქონდათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ ივლისში საკვანძო
ფეხბურთელებს დაემშვიდობნენ და გუნდი დაიშალა.

ვინ განმაცვიფრა ყველაზე მეტად? "კვარამ". ის 2020 წლის შემდეგ აქ საუკეთესო ფეხბურთელია. გოლებითა და საგოლე გადაცემებით ასეთ გადამწყვეტი მნიშვნელობის მოთამაშეს იტალიაში არავინ ელოდა. მასთან ერთად კიმმაც გამაოცა.

უფრო მაღალი მიზნების მისაღწევად კლუბში ლუჩანო სპალეტისა და კრისტიან ჯუნტოლის დარჩენაა საჭირო. სკუდეტოს მოსაპოვებლად და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად აუცილებელია ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების შენარჩუნება, აგრეთვე ნიჭიერი ახალგაზრდების დამატება.

პირველ რიგში ოსიმენი უნდა დარჩეს, მაგრამ თუ სხვაგან გადასვლა სურს, უნდა წავიდეს. ის ბევრს მუშაობს, გუნდზე თამაშობს, ამ სეზონში ძალიან გაუმჯობესდა.

"ნაპოლი" უკვე რამდენიმე წელია ჩემპიონობიოსთვის იბრძვის და წელს მიზანსაც მიაღწია. ახლა ყველაფერი პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისზე იქნება დამოკიდებული: გააგრძელებს საფეხბურთო სამყაროს განცვიფრებას თუ დანებდება. მთავარია ეს ერთჯერადი გამარჯვება არ იყოს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველივე ერთფეროვანი გახდება".

მკითხველის კომენტარები / 4 /
გუნდმაც მოუკლო და ხვიჩამაც, რაც აისახა შედეგებზე,რომელმა უფრო ეგაა საკითხავი, ალბათ უფრო გუნდმა.
ნაპოლი თამაშობს პირველ ნომრად, მაგრამ ვერ პოულობს სივრცეს, ასევე ხვიჩაც, მაგრამ ხვიჩას მდგომარეობა გასაგებია, 2-3 კაცი უდგას ხოლმე. ამას ვერ იყენებს ნაპოლი სხვა ზონაში და ვერ ქმნის სივრცეს. ეს ტაქტიკური პრობლემაა გუნდის პირველ რიგში, მერე ინდივიდუალური სხვა ფეზბურთელების.
არ ვარ იმედიანად მომავალ სეზონის მიმართ, 4 ეულისთვის მებრძოლი გუნდი იქნება ნაპოლი.
წელს მოულოდნელობია ეფექტმა კაი სამსახური გაუწია ნაპოლის და პლიუს ყველამ ფორმის პიკო დადო, ესეთი რაღაც ზედიზედ მოხდეს რთულია.
აი, ის კლასი, არ აქვს შემადგენლობას, ალბათ კვარა, ოსიმენი, კიმინჯე არის ის კატეგორია რომ ხარისხის დაგდებას ნაკლრბად ივარაუდებ, პირიქით მომატებას ელოდები. დი ლორენცოც მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ მაქსიმუმ გრანდის როტაციაში გაექაჩა.
დალშე რავი, ცენტრი და ფლანგები საშუალოზე დაბალი დონის არის.
ცენტრში ფლანგების შესვლა, უპიტატესობის შექმნა, მერე თამაშის გაშლა, ვაბშე არ გამოსდით.

როცა ვეღირსებით ხვიჩას გრანდში, იქ ვნახავთ რამდენად სახიფათო იქნება.
როცა ეგრე 3 კაცი ვერ დაუდგება, რადგან ცენტრშიც საშიში ხალხი იქნება და მეორე ფლანგზე.
პლიუს დაცვის ფლანგებიც შემტევები იქნება.
Charley
23:55 16-05-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული