მეორე ბუნდესლიგის 33-ე ტურში "კარლსრუეს" თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ "კაიზერსლაუტერნთან" მოგებულ საშინაო მატჩში (2:0) გოლი გაიტანა.
ქართველი 70-ე წუთზე ფაბიან შლეიზენერის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, 72-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 90+6-ე წუთზე პაულ ნებელმა მეორე გოლი გაიტანა.
ზივზივაძემ "კარლსრუეში" ჩატარებულ მეცხრე შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა.
"კარლსრუე" 45 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 28 მაისს, ბოლო ტურში ჰამბურგში "სანტ პაულის" დაუპირისპირდება.