ბუდუმ დაიწყო - ეს ერთი და სხვა მრავალი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის 33-ე ტურში "კარლსრუეს" თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ "კაიზერსლაუტერნთან" მოგებულ საშინაო მატჩში (2:0) გოლი გაიტანა.

ქართველი 70-ე წუთზე ფაბიან შლეიზენერის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, 72-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 90+6-ე წუთზე პაულ ნებელმა მეორე გოლი გაიტანა.

ზივზივაძემ "კარლსრუეში" ჩატარებულ მეცხრე შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა.

"კარლსრუე" 45 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 28 მაისს, ბოლო ტურში ჰამბურგში "სანტ პაულის" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებები ბიდუ არ გაჩერდე!
1
გილოცავ ბუდუუუ , ბოლო ტურშიც დაატაკე რაა ... კაიზერში უნდა დარჩე და მომავალ წელს მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირობით , პირველ ბუნდესლიგაში უნდა აწიო გუნდი ... შენ შეგიძლია ნაკრებში პრობლემების მომგვარებლად მოგვევლინო ხოლმე !!! წარმატებები ...
bejo
17:47 21-05-2023
4

სიახლეები პოპულარული