იქნება ხვიჩა ნომინანტებში? - ცნობილია, როდის გაიმართება წლევანდელი "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია და როდის გვეცოდინება კანდიდატთა სია

AutoSharing Option
2023 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია 30 ოქტომბერს პარიზში, შატელეტის თეატრში გაიმართება, ნომინანტთა სია კი 6 სექტემბერს გვეცოდინება.

პოპულარული სააგენტო Goal-ის ბოლო მონაცემებით, ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ათეულშია და მე-8 პოზიციას იკავებს, ლიდერი კი ლიონელ მესია.

გათვალისწინებით იმისა, რომ კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ქართველი France Football-ის ტოპ 10-ში, დიდი ალბათობით, მოხვდება.

altBallon d'Or 2023 Power Rankings. კვარაცხელია კვლავ მერვე პოზიციაზეა

მკითხველის კომენტარები / 23 /
Ობიექტურად რო ვიმსჯელოთ და ჩვენი უდიდესი გულშემატკივრობა და სიყვარული ხვიჩას მიმართ
Ცოტა ხნით გვერდზე რომ გადავდოთ არა მგონია გამარჯვების ცოტაოდენი შანსი ჰქონოდა გინდა ლიგის ფინალიც რომ დაედო ნაპოლის, ეგრეა წელს, აი გაისად თუ უფრო მაგრა შეუბერა უკვე შეიძლება საუკეთესოობაზეც ვიფიქროთ
Დენვერა
19:15 09-06-2023
2
"დიდი ალბათობით იქნება" ..... და რომ არ იყოს ? ერთხელ და სამუდამოდ დავანებოთ თავი მარჩიელობას, მჩხიბავობას, მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფას და საქმეზე, საქმეზე, საქმეზე ვილაპარაკოთ. ყოველ დღე 95% მარჩიელობაა, 3% ჭორები და დანარჩენი ანალიზი, არადა სრულიად პირიქით უნდა იყოს
ზურა
15:56 09-06-2023
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული