"ჩელსიმ" მენდი გაუშვა - "სტემფორდ ბრიჯზე" მას მამარდაშვილი შეცვლის?

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ჩელსის" მეკარე ედუ მენდი კარიერას საუდის არაბეთის კლუბ "ალ აჰლიში" განაგრძობს.

სენეგალელი კიპერის ტრანსფერი ამ კვირაში ოფიციალურად დადასტურდება და ის კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს.

ამავდროულად, ჩვენი ინგლისელი კოლეგები წერენ, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" მენდის ყველაზე რეალური შემცვლელი და ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გიორგი მამარდაშვილია.

ახლა მაურისიო პოჩეტინოს გუნდს ახალი მეკარე ესაჭიროება, რომელიც კეპა არისაბალაგასთან ერთად ძირითადი შემადგენლობისთვის და პირველი ნომრობისთვის იბრძოლებს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
გიორგის ისეთი გუნდი სჭირდება სადაც ულაპარაკოდ პირველი ნომერი იქნება. კეპა კარგი მეკარეა, ჩელსი კიდევ არეულ -დარეული გუნდი. არ უნდა წავიდეს მანდ.
ალექს
20 ივნისი 2023 13:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული