კვარას შეუძლია "რეალში" ან "ბარსელონაში" ითამაშოს, ის ამისთვის მზადაა - ლაშა სალუქვაძე

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ლაშა სალუქვაძემ Metaratings.ru-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "კვარა" "რეალში" ან "ბარსელონაში" სათამაშოდ უკვე მზადაა.

"ქართველები ბედნიერები ვართ, რომ გვყავს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა. ეს ბიჭი ქართველებისთვის ნამდვილი ოქროა. ვფიქრობ, რომ "ნაპოლიში" უნდა დარჩეს. თუმცა თუ წინადადებებს "რეალის" ან "ბარსელონას" დონის კლუბებისგან მიიღებს, შეუძლია, წავიდეს.

თუ ხვიჩა უახლოეს მომავალში გუნდს არ გამოიცვლის, ეს ტრაგედია არ იქნება. კვარაცხელია ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს, მას შესანიშნავი აგენტი ჰყავს,
რომელიც მის მომავალზე ზრუნავს. - განაცხადა სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ 2022/2023 წლების სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჯამში 39 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში პატივია, ამაზე უარის თქმა კი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

altხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

altხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
ეხლა როგორ გვჭირდება ისრაელთან მაგრამ ბიჭმა თაფლობისთვე მაქვს და არ მცალიაო ოკ!
ქინქლაძე 2
01 ივლისი 2023 21:30
3
ნუ გააფეტიშებთ ამ ბიჭს და საერთოდ ვინმეს,თორემ ადამიანს უჭირს ამხელა ტვირთის ზიდვა და მერე ეს უარყოფითად აისახება.
status quo
01 ივლისი 2023 12:26
5
კვირას ყველა ვგულშემატკივრობთ მაგრამ რეალზე რომ წერთ ვინისიუს რას უშვებით ხომ იცით რომ ჯერ მაგას არავინ ამოაგდებს სასტავიდან
თაზო
01 ივლისი 2023 14:50
1
ბოდიში და დღევანდელი თამაში ფონზე სულ მაგრა მ..დია უკვე შენი და მიქაუტაძის აღმავლობა თუ დაცემა. ნაპოლისაც გავკარი. ჩემს დილას ვუგულშემატკივრებ ისევ.
zaza
02 ივლისი 2023 00:07
1
მასე, 21 წლამდელებშიც შეეძლო ეთამაშა. არა?
დინამოელი
01 ივლისი 2023 17:57
6
თქვენი მართლა გამკვირვებია რა, კაცი ოქროს ბურთის მაძიებელთა შორის, 7-10 ადგილს იყოფს პირველივე სეზონზე და თქვენ კიდე ეჭვი გეპარებათ მის სიძლიერეში? მართლა ვერ გავიგე.
მალხაზ ჯობავა
01 ივლისი 2023 15:10
12
არაა მზად, სირცხვილია, რა გააჭირეთ, მინდა რომ მასე იყოს მაგრამ არაა ჯერ ფეხბურთელი იმათ შირის დასასახელებელი ვინც მართლა მაგარია, აცადეთ, ვნახოთ, იმდენზებითქვა მეორე მესიაო და ირ წელიწადში ჩაფლავებულა, დროა საჭირო და არა ასეთი ამჩატება
ნინი
01 ივლისი 2023 13:22
10
თქვენი, ვინც აკომენტარებთ არ არის მზადო, ვერაფერი გავიგე?! ხვიჩა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, საუკეთესო გოლიც ხვიჩასია და ამბობთ სათამაშოდ არ არის მზადო?! ეს როგორ გავიგოთ, რეალში და ბარსელონაში ახლა ვინც თამაშობს ყველანი ხვიჩაზე ძლიერი ფეხბურთელები არიან? სასწაული დასკვნები გაქვთ, სასტაულ!
aburjga
01 ივლისი 2023 15:56
5
დავიღალეო რომ თქვა იმიტომ არაა მზად. ბარსელონამ და რეალმა "დავიღალე" არ იცის. რაც გინდათ ის თქვით, მაგრამ ფაქტია, ჯერ იმ დონემდე ბევრი აკლია.
ბადრი
01 ივლისი 2023 17:59
4
გადავა და დამწნილდება სკამზე, ცოტა რეალისტები იყავით შეხედეთ ვინ და როგორ თამაშობს მარცხენა ფლანგზე გინდ რეალში და გინდ ბარსაში. ოცნება კარგია მაგრამ იყავით რეალისტები, გეყოფათ ეს კვარადონობა და უაზრობები.
გიო
01 ივლისი 2023 19:50
1
რეალი ბარსელონა კიარა ნაპოლიდან არ გამოუშვან ეს ცოტახანში..
სიმართლე
02 ივლისი 2023 00:27
1
განსაკუთრებით მომეწონა: მას შესანიშნავი აგენტი ჰყავს)))) ერთი რუსფაშისტებს არ დაეწყოთ ომი , დღეს ვნახავდით ხვიჩას ტომსკში ანდა გროზნოს ტერეკში( იქ, სადაც მეტი ქეშის მოხსნა შეიძლება).
მე კი კვარაცხელია მეცოდება ამ "შესანიშნავი" აგენტის ხელში. მეშინია რომ ორიოდე ზედმეტი გროშის გამო,არ დაუღუპოს კარიერა.
ჟორა
01 ივლისი 2023 17:01
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული