საბა ლობჟანიძეს ამერიკული კლუბი ეპატიჟება

AutoSharing Option
Sports Digital-ი ჟურნალისტ ომერ ალბაირაკის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ MLS-ის "ატლანტა იუნაიტედი" "ჰათაისპორის" ქართველი გარემარბის, საბა ლობჟანიძის სამსახურით დაინტერესდა და წინადადებით უკვე მიმართა თურქულ კლუბს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 28 წლის ლობჟანიძეს ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. სწორედ ასეთი ფეხბურთელი სჭირდებათ და გადაწყვეტილებას "ჰათაისპორის" მწვრთნელი ვოლკან დემირელი მიიღებს.

შეგახსენებთ, "ჰათაისპორმა" თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ შეაჩერა სუპერლიგაში მონაწილეობა და ლობჟანიძე იჯარით "კარაგიუმრუკში" გადავიდა.

"ჰათაისპორში" ახლახან ჩაირიცხა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამერიკაში უნდა წავიდეს ფეხბურთელი 33-34 წლის ასაკში, ყაზაიაშვილი რომ წავიდა 23 წლის კიდევ რა უნდოდა? მის მერე ვეგარ განვითარდა, თორემ თავისუფლად შეეძლო ტოპ 5 ის საშუალო დონის გუნდში მაინც ეთამაშა.
Givi
10:14 12-07-2023
0
რათქმაუნდა ევროპაში იყოს ჯობია. მაგრამ როგორ გინდა უარი თქვა ამერიკაში წასვლაზეც. მე ვფიქრობ ერთნაირი სიძლიერის ტურნირია და არაა პრობლემა სად ითამაშებს.
roma bejanidze
06:20 12-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული