საბა ლობჟანიძეს ამერიკული კლუბი ეპატიჟება

AutoSharing Option
Sports Digital-ი ჟურნალისტ ომერ ალბაირაკის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ MLS-ის "ატლანტა იუნაიტედი" "ჰათაისპორის" ქართველი გარემარბის, საბა ლობჟანიძის სამსახურით დაინტერესდა და წინადადებით უკვე მიმართა თურქულ კლუბს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 28 წლის ლობჟანიძეს ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. სწორედ ასეთი ფეხბურთელი სჭირდებათ და გადაწყვეტილებას "ჰათაისპორის" მწვრთნელი ვოლკან დემირელი მიიღებს.

შეგახსენებთ, "ჰათაისპორმა" თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ შეაჩერა სუპერლიგაში მონაწილეობა და ლობჟანიძე იჯარით "კარაგიუმრუკში" გადავიდა.

"ჰათაისპორში" ახლახან ჩაირიცხა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
არაა MLS ისეთი დაბალი დონე, რომ ტეხავდეს გადასვლა. მთავარია თვითონ რა უნდა, ვეღარ განვითარდება-მასე ნაღდად არაა. ყველა შემთხვევაში წარმატებას ვუსურვებ.
დიდება საქართველოს!
ლევანი
21:46 12-07-2023
0
ამერიკაში უნდა წავიდეს ფეხბურთელი 33-34 წლის ასაკში, ყაზაიაშვილი რომ წავიდა 23 წლის კიდევ რა უნდოდა? მის მერე ვეგარ განვითარდა, თორემ თავისუფლად შეეძლო ტოპ 5 ის საშუალო დონის გუნდში მაინც ეთამაშა.
Givi
10:14 12-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული