კვარაცხელია და "ნაპოლი" 5 წლით გრძელდება, მაგრამ... - რა პირობები წაუყენა მამუკა ჯუღელმა "პარტენოპეის"

AutoSharing Option
Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია მალე "ნაპოლისთან" კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს, შრომით ხელშეკრულებაში კი მისი 1 წლით შესაძლო გაგრძელების ოფციაც იქნება.

"პარტენოპეის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამ გზით გეგმავს, რომ ქართველმა მომხიბვლელ ინგლისურ წინადადებებს ყურადღება არ მიაქციოს და ფეხბურთელი შეინარჩუნოს.

"მასში, საკომისიოების ჩათვლით, მხოლოდ 11 მილიონი გადაიხადეს და დღეს ის 100 მილიონი ღირს. ეს ნამდვილად შთამბეჭდავია. "ნაპოლი" მუშაობს კონტრაქტის განახლებაზე.

"პარტენოპეიში" ფიქრობენ ხვიჩასთვის ხელფასის გაზრდაზე, რათა თავიდან აირიდოს ინგლისური გუნდების მცდელობები, თავბრუ დაახვიონ "კვარას", რომელსაც დარჩენა ისედაც სურს.

მხარეები არ ჩქარობენ, რადგან აგენტმა მამუკა ჯუღელმა უკვე წარმოადგინა კონტრაქტის განახლების პირობები.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ქართველი "ნაპოლისთან" შრომით ხელშეკრულებას 2028 წლამდე გააფორმებს, მაგრამ 2029 წლამდე გაგრძელების შესაძლებლობით, ხოლო მისი ხელფასი 1.2 მილიონიდან 2.5 მილიონამდე გაიზრდება", - წერს Gazzetta dello Sport-ი.

altკვარაცხელიამ სამედიცინო შემოწმება გაიარა და დღეს "ნაპოლისთან" ერთად ვარჯიშს იწყებს

altხვიჩა უკვე დიმაროშია - ახალი თავგადასავალი იწყება

მკითხველის კომენტარები / 37 /
ამდენი ბუღალტერი სად შეიყარეთ.რა თქვენი საქმეა ხვიჩას ხელფასი.როგორმე უთქვენოთ იზრუნებენ თავისი ოჯახის შემოსავალზე.მთავარია ისევ ძველი ხვიჩა დაგვიბრუნდეს თორემ იმ თამაშით რაც ბოლო თვეებში ითამაშა არაფერი გამოვა.
ასეა ეს
20:54 22-07-2023
1
ანრი,სრულ სიმართლეს ამბობთ...გონიერი ადამიანი ხართ..ძლივს ერთი კაცი ვნახე, ვინც ჩემნაირად ფიქრობს.მთავარი ისაა, ჯუღელი რას გააჩალიჩებს.დე ლაურენტისი ასე ადვილად მხარზე ხელს არავის გადაახვევინებს (გარდა იმ შემთხვევისა, თუ იქეთ აპირებს ვინმეს მიმხრობას)...
გიგა
22:39 21-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული