ნეაპოლურ კლუბში ჯერ ცვლილებები არ ჩანს, კიმ მინ ჯეს ადგილიც ვაკანტურია. ბოლო ინფორმაციით, რუდი გარსია თავისთვის ნაცნობი საფრანგეთისკენ იხედება და "ლენსის" 24 წლის ავსტრიელი მცველის, კევინ დანსოს შეძენა სურს, რომელსაც ბუნდესლიგური კარიერაც ჰქონდა და "საუთჰემპტონშიც" უთამაშია.
რადგან ტრანსფერებზე ვსაუბრობთ, გაძლიერება შუა ხაზსაც
რაც შეეხება ამხანაგურ მატჩს, "ჰათაისპორმა" ჯერ სულ ორჯერ ითამაშა, "ნაპოლი" კი მათი ყველაზე დიდი გამომცდელია. აბურჯანიასა და ლობჟანიძის გუნდი სუპერლიგას 13 აგვისტოს, "პენდიკსპორთან" სტუმრობით დაიწყებს. რაც შეეხებათ ნეაპოლელებს, ისინი სერია "ა"-ს სტარტამდე "ჟირონას", "აუგსბურგსა" და "აპოლონს" შეხვდებიან.
ხვიჩა კვარაცხელიას ამჯერად სასტარტოში ველით (შემადგენლობა ოპტიმალური უნდა იყოს), თუმცა დიდი შანსია, მხოლოდ 45 წუთი ითამაშოს. ქართველი გარემარბი ეტაპობრივად ჩვეულ სათამაშო ფორმას უნდა დაუბრუნდეს!..
ხვიჩას პირველი მატჩის შეფასება ახალ მწვრთნელთან, განსხვავება სპალეტის ტაქტიკასთან და ანგისას როლი...