ჩაკვეტაძის კარგი დებიუტი - "უოტფორდმა" მეტოქე გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„უოტფორდში“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა.

ჩემპიონშიფის პირველ ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე ქპრ 4:0 დაამარცხა.

მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ჩაკვეტაძე 66-ე წუთზე დელე-ბაშირუს ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე, თამაში კიდევ უფრო გაამწვავა, თუმცა საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. ერთი სიტყვით, დებიუტი ურიგო არ გამოუვიდა და უკეთეს გაგრძელებას ველით.

8 აგვისტოს „უოტფორდი“ ლიგის თასზე გასვლაზე „სტივენიჯს“ დაუპირისპირდება, ხოლო 12 აგვისტოს ჩემპიონშიფის მეორე ტურში „პლიმუთს“ მიიღებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ქპრ 4:0
გოლები: 1:0 დელე-ბაშირუ (1), 2:0 ლოუზა (20), 3:0 მატეუს მარტინსი
(38), 4:0 ბაიო (43)

მკითხველის კომენტარები / 23 /
მგონი შევცდი სკეპტიკურად რო ვუყურებდი ჩაკვეს და ჩემპიონშიფს და ძაან მახარებს ეს ამბავი. დებიუტი კარგი იყო ნამდვილად.
ზურიკო
18:09 06-08-2023
0
ღმერტმა-დაგლოცოს-და-ხელი-მოგიმარტოს-ოგონდ-ცოტა-სჰენც-სჰეესჰველე-მამა-გამცჰენს!!!ს
svano magarski
14:48 06-08-2023
0

სიახლეები პოპულარული