"ფროზინონეს" მწვრთნელი: კვერნაძეს შეუძლია შესანიშნავი ფეხბურთელი გახდეს - უნდა დავეხმაროთ

AutoSharing Option
სერია B-ს "კოზენცასთან" საკუთარ მოედანზე ფრედ (3:3) დასრულებულ ამხანაგურ მატჩში "ფროზინონეს" შემტევმა გიორგი კვერნაძემ 64-ე წუთამდე ითამაშა და რამდენიმე საინტერესო მოქმედებით დაგვამახსოვრა თავი.

მოთელვაზე ტრავმა მიიღო თავდამსხმელმა ჯუზეპე კასომ, რომლის ნაცვლად სასტარტოში კვერნაძე დააყენეს. ქართველი მოედანზე მარკო ბრეშიანისთან და ხაიმე ბაიესთან ერთად კარგად გაისარჯა, 51-ე წუთზე კი მარცხენა ფლანგიდან ცენტრისაკენ შეიწია და 16 მეტრიდან მის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. "გრანდისიმო, ფანტასტიკო", - აღფრთოვანება ვერ დამალა კომენტატორმა. აშკარაა, გიორგის კარგად თამაში შეუძლია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასახვეწი.

შეხვედრის
შემდეგ კომენტარი "ფროზინონეს" მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ გააკეთა: "ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და ბრწყინვალედ ნამდვილად არ გვითამაშია. კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს დავიმატებთ, რაც ხარისხს შეგვმატებს და სხვადასხვა რგოლებში კონკურენციას გაზრდის. გაშვებული გოლები მარტო დაცვის კი არა, მთელი გუნდის ბრალია. დაცვაში უკეთ მოქმედება გვჭირდებოდა, განსაკუთრებით ბოლო გოლისას.

კვერნაძემ უნდა ისწავლოს, როდის წამოიწყოს დრიბლინგი, ეძებოს იერიშის განვითარების სხვა ვარიანტი, ერთი ერთზე თამაში. მას იმის უნარი გააჩნია, რომ შესანიშნავი ფეხბურთელი გახდეს. იმედი მაქვს, ამას მოკლე ხანში მოახერხებს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ და ვეცადოთ, მან ეს მალე შეძლოს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული