ცხოვრება ნეაპოლში
"სამწუხაროდ, გარეთ იშვიათად გავდივარ, ხალხს აქ ძალიან ვუყვარვარ. როდესაც ნეაპოლში ახალი ჩამოსული ვიყავი, გულშემატკივრებმა მაშინვე მიცნეს, რაც ძალიან გამიკვირდა. ოჯახთან ერთად პომპეის მონახულება მაინც მოვახერხე. ნეაპოლში განსაკუთრებით ორი რამ მიყვარს - პეიზაჟები და მზის ჩასვლა. თუმცა მესამეც არის, პასტა ტომატის სოუსით ძალიან მიყვარს!
ლუჩანო სპალეტის შესახებ
ის ჩემთვის მამასავითაა, ვერასდროს შევძლებ, რომ მადლობა საკმარისად გადავუხადო. მან მომცა საშუალება
აურელიო დე ლაურენტისის შესახებ
დე ლაურენტისი მადლობას იმსახურებს, ჩემი ძალიან სჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ თანხას სრულიად უცხო ბიჭში იხდიდა, მან ეს გააკეთა და დიდი რისკიც გასწია.
რუდი გარსიას შესახებ
მას შეუძლია უკეთეს მოთამაშედ მაქციოს, ახლა მისი სათამაშო სტილის შესახებ ვსწავლობთ. მომწონს როგორც პიროვნება და როგორც მწვრთნელიც. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებაში დაგვეხმარება.
დუეტი ოსიმენთან
ვიცოდი, რომ ოსიმენი ძლიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამ ბიჭის თავმდაბლობამ გამაკვირვა, ერთმანეთს იდეალურად შევეწყეთ, რაც მოედანზეც კარგად გამოჩნდა. ყოველთვის ვიცი, სად იმყოფება, თითქოს მის მოძრაობას მუდამ ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, ვიქტორიც იმავეს გეტყვით", - განუცხადა კვარაცხელიამ იტალიურ გამოცემას.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს პირველ ტურში "ფროზინონეს" დაუპირისპირდება, მატჩი 19 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
კვარაცხელია სეზონის სტარტს გამოტოვებს? - მედია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებს
კვარაცხელია ტრავმირებულია, ოსიმენი "გაუჩინარდა", "ნაპოლი" არადამაჯერებელია, სეზონი კი მალე დაიწყება
"ნაპოლიმ" "ჟირონას" პენალტების სერიაში სძლია - კვარაცხელია ტრავმას გადაურჩა? [VIDEO]
მართლა გ ო ი მ ე ბ ი ხართ
დაიხსომე, ყველა თავის საქმეს აკეთებს. რაც ევალებათ იმას აკეთებენ შენ მიმართ, ისევე როგორც შენ ასრულებ შენ მოვალეობას მოედანზე. მაგაში იღებენ ფულს რომ დაგეხმარონ გახსნაში. ამიტომ არ გინდა ზედმეტად ვალდებულად იგრძმო თავი, მით უმეტეს ევროპაში. ხომ ნახე, არ მოუმატეს თანხა და წავიდა გუნდიდამ ეგ შენი ლუჩიანო. ყველაფერი მაინც ფულში იზომება ბოლოს ამათთვის
რათქმაუნდა იმას არავინ ელოდა, რომ პირველივე სეზონში სკუდეტოს მოაგებინებდა და გარდამტეხ როლს შეასრულებდა მაგრამ მაგარ მოთამაშეს რომ იმატებდნენ და ნელ-ნელა ტემპერატურა იწეოდა ფანებში, ამას ყოველდღე ვამჩნევდი.
პ.ს სპალეტიზე და ოსიმენზე როგორც ილაპარაკა ძალიან მომეწონა.