დღეს Geo Team-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის "ლოკომიტივის" 23 წლის ნახევარმცველმა კონსტანტინე მარადიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ამაზე კომენტარი ფეხბურთელის მამამ და მისმა აგენტმა კობა მარადიშვილმა გააკეთა.
"თუ რაღაც იქნება, თქვენ ამას პირველები გაიგებთ. რაში გჭირდებათ კითხვის დასმა? ღობეზეც ბევრი რამაა დაწერილი და რა?", - განუცხადა კობა მარადიშვილმა Metaratings.ru-ს.
ამა წლის 16 მარტს კობა მარადიშვილმა განაცხადა, რომ მისი შვილი საქართველოს ნაკრებში თამაშს არ გეგმავს.
არც თავად სურდა ჩვენი სახელით თამაში… უბრალოდ, ახლა მიხვდა, რომ სხბა გზა აღარ დარჩა. ჩვეულებრივი რუსია… როგორიც ჯიქია