"დე ბრუინს კვარაცხელია იდეალურად შეცვლიდა" - Goal-ი "სიტის" ქართველის შეძენას ურჩევს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ პრემიერლიგის 1-ელ ტურში "ბარნლისთან" მიღებული ტრავმის გამო კევინ დე ბრუინი 3-4 თვეს გამოტოვებს, ბელგიელს ოპერაცია ესაჭიროება.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ქალაქელები" მის შემცვლელს აუცილებლად შეიძენს. გავლენიანი გამოცემების ინფორმაციით, "სიტის" ლუკას პაკეტას შეძენა სურს და "ვესტ ჰემს" 60 მილიონი ფუნტი შესთავაზა. "ჩაქუჩებმა" წინადადება იუარა, თუმცა მანჩესტერელები ახალი გაუმჯობესებული შეთავაზების გაკეთებას გეგმავენ.

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Goal-ი "სიტის" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას ურჩევს და ამის მიზეზებსაც განმარტავს.

"ერთი წლის წინ მისი სახელი ალბათ ძალიან ცოტა გულშემატკივარმა იცოდა, თუმცა
დღესდღეობით ქართველი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა, მას შემდეგ, რაც "ნაპოლის" სერია A-ს ტიტულის მოგებაში დაეხმარა.

კვარაცხელიამ, რომელსაც "კვარადონას" უწოდებენ, გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა. 22 წლის ფეხბურთელს დრიბლინგის შესრულების წარმოუდგენელი ნიჭი აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ პრესინგის თამაშიც მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.

"სიტის" გულშემატკივრებს ქართველი ფეხბურთელების მიმართ უდიდესი სიყვარული გააჩნიათ, რაც "ქალაქელებისთვის" არც ისე კარგ პერიოდში გიორგი ქინქლაძის ბრწყინვალე თამაშმა განაპირობა. ეჭვგარეშეა, ქართული ფეხბურთის ჯერჯერობით ბოლო ვარსკვლავს ქალაქ მანჩესტერში გაშლილი ხელებით მიესალმებიან.

დე ბრუინის ტრავმა კლუბმა არა პრობლემად, არამედ შესაძლებლობად უნდა მიიჩნიოს, დიდი ალბათობით, ბელგიელის შეცვლა 2-3 წელიწადში საჭირო მაინც გახდება. მიუხედავად ფოდენის მიმართ პატივისცემისა, ინგლისელი კევინის სრულყოფილ შემცვლელად ვერ მოიაზრება.

ამ მიზეზების გამო "მანჩესტერ სიტიმ" ყველაფერი უნდა გააკეთოს ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად. ქართველის ტრანსფერის სავარაუდო თანხა 90 მილიონ ფუნტამდე აღწევს, თუმცა 22 წლის ასაკში მან უკვე დააფიქსირა ის შედეგები, რაც "ეტიჰადს" ამჟამად ჰაერივით სჭირდება", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლი" სერია A-ს პირველი ტურის მატჩს 19 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე გიორგი კვერნაძის "ფროზინონესთან" გამართავს.

alt"სპალეტი ჩემთვის მამასავითაა, ოსიმენისგან ეს ძალიან გამიკვირდა" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ იტალიურ გამოცემასთან

altკანდელაკი "ალ ნასრის" დამრიგებლად ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ მწვრთნელს სთავაზობს

alt"დაიბადა, რომ იყოს ჩემპიონი" - ნიცა თავაძის პოსტი ხვიჩა კვარაცხელიაზე "ნაპოლის" ჩემპიონობის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 12 /
გრილიში სკამზე დასმას არ აპატიებენ გვარდის?))) რატო ვითომ ულამაზესია თუ ისე თამაშობს მიმიქარავს მარადონა?)) სტერლინგს ააცმევინეს მანიუდან კაპიტანს აახვეინეს ფოდენს სკამზე ალპობენ და ხვიჩამ თუ გაამართლა ვის ეხსომება შენი გრილიში? გამაცინებთ ხოლმე რა
რონი
18 აგვისტო 2023 08:07
0
ჩემო მოკრძალებული აზრით, სიტი კვარას კარიერის დაღუპვა იქნება. დე ბრუინი რომ დააბრინდება მერე? გრილიშის სკამზე დასმას ინგლისელები არ აპატიებენ გუარდიოლას და შესაბამისად ვერც გაბედავს. მეორეც არის, გუარდიოლას გუნდში მხოლოდ გუარდიოლაა ლიდერი და თავისუფლებას არავის აძლევს, რაც კვარას ფეთქებად ფეხბურთს ნამდვილად არ წადგება.
???
17 აგვისტო 2023 18:47
3
ფოდენზე უფრო ხვიჩას კონკურენტი გრილიში იქნებოდა, მაგრამ ეს ვარიანტი მიზეზთა გამო გამსვლელს არ ჰგავს
ორდე
17 აგვისტო 2023 18:10
0
ხვიჩა გრილიშს ნამდვილად ჯობია.. ტექნიკურად, ფიზიკურად და მენტალობითაც, მაგრამ სამწუხაროდ სიტი დე ბრუინის შემცვლელს უფრო მოძებნის ვიდრე გარემარბს.. ეგეთი კი ესპანელი დანი ოლმო მგონია
papai
17 აგვისტო 2023 17:14
2
აქ ვიღაცეებს არ მოეწონა რომ დავწერე ხვიჩა გრილიშ ჯობია მეტქი :) აი წაიკითხეტ რას წერს კასანო ხვიჩაზე
_ მას ნებისმიერ მსოფლიო დონის გუნდში შეუძლია თამაში,რადგან სწორედ მათი დონის მოთამაშეა, ცალი ფეხით იმაზე კარგად ითამაშებს გრილიში ვიდრე „სიტიში“, კვარაცხელია უფრო კრეატიულია, უფრო დიდი პიროვნებაა, და უფრო მაღალი ხარისხი აქვს.
რობი
17 აგვისტო 2023 16:34
3
გრილიშს საერთო როგორ განიხილავთ ვერ ვხვდები - 10 ნომერი ასეთი შეუსაბამო იყოს ფეხბურთელისთვის, ერთი ლასანა დიარა მახსენდება (ჩამშლელი მაინც იყო კარგი) და მეორე ეს.
???
17 აგვისტო 2023 18:51
1
მოიცა რასაც კასანო დაწერს ეგაა მხოლოდ მართალი? მე პირადად ორი გუნდის დაპირისპირების მომხრე ვარ. სიტი რომ ნაპოლის შეხვდეს უბრლოდ გაგლიჯავს. ხვიჩას ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს ბევრი რამ. ჯერ მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა მაღალ დონეზე.
დავით
17 აგვისტო 2023 17:46
2
ყველა გამოხმაურება
მერე მიკირტუმ დე გასპარიჩი დათანხმდება? ეგ წუწურაქი.
რატი
17 აგვისტო 2023 13:25
3
გუშინ ვინც უყურა მან სიტის თამაშს ალბათ ყველამ ნახეთ რიგორ აკლდა ამ გუნდს დე ბრუინე, გიუნდაგანი და ჩამი საყვარელი ფეხბურტელი ბარდღუნია ბერნარდუ სილვა!:) აი გრილიში ხომ მაგარია, მაგრამ ხვიჩას დონის ნაღდად ვერ არის!
რობი
17 აგვისტო 2023 13:25
8
60 მილიონად იყიდის სიტი და მგონია გცარდიოლა უნნდა დაფიქრდეს. მალე წავლენ სილვაც და დებრუინიც და უკეტესი სემცვლელი ახლა არავინ არ ჩანს.
იმერელი
17 აგვისტო 2023 11:32
3
ეჰ. კვარა მაინც ქართველია და არ ფასდება :)

დიდი შრომაა საჭირო. რამოდენიმე ქართველმა მოთამაშემ დიდი სიტყვა უნდა თქვას მსოფლიო ფეხბურთში, ბოლო-ბოლო ნაკრები მაინც უნდა გავიდეს ევროზე
მხოლოდ ამის მერე დაფასდება ქართული ფეხბურთი.
ეროვნულ ჩემპიონატს რო ვიხსენებ ყველა იმედი მეკარგება
las
17 აგვისტო 2023 11:28
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული