ჩაკვეტაძეს პენალტი არ დაუნიშნეს - "უოტფორდი" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის მესამე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ გასვლაზე „სტოკთან“ 0:1 დამარცხდა.

მასპინძლები შესვენების შემდეგ ვიდიგალმა დააწინაურა. სტუმართა გუნდში 61-ე წუთზე დელე-ბაშირუს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე ჩაკვეტაძე, რომელიც აქტიურად ჩაერთო თამაშში, ეუხეშებოდნენ და ტომპსონს ყვითელი ბარათი მიაღებინა. ჩაკვეტაძის პასით ასპრილიას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ გატანა მეკარე ტრევერსმა არ დაანება. 79-ე წუთზე უილმოტმა გიორგი საჯარიმოში წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია.

„უოტფორდს“ 4 ქულა აქვს და 27 აგვისტოს „ბლექბერნს“ უმასპინძლებს.

სტოკ-ონ-ტრენტი. „bet365“
სტოკი - უოტფორდი 1:0
გოლი: ვიდიგალი (53)

მკითხველის კომენტარები / 16 /
რავი ზალიან გავდა...ვარი ზუსტად იტყოდა.... გოლი მაგრად ჭირდება ბიჭს..ისინი კიდე პაებ უგვიანებდნენ.. მაგრამ პროგრესი თვალში საცემია და აშკარად მეტი შეუზლია...მგონი გვიბრუნდება ზველი გიორგი...
nono
03:08 20-08-2023
1
კარგი იყო დღეს. მთავარია უტრამვოთ და მოუმატებს აშკარად
ლევან მაღლაკელიძე
23:17 19-08-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული