მასპინძლები შესვენების შემდეგ ვიდიგალმა დააწინაურა. სტუმართა გუნდში 61-ე წუთზე დელე-ბაშირუს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე ჩაკვეტაძე, რომელიც აქტიურად ჩაერთო თამაშში, ეუხეშებოდნენ და ტომპსონს ყვითელი ბარათი მიაღებინა. ჩაკვეტაძის პასით ასპრილიას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ გატანა მეკარე ტრევერსმა არ დაანება. 79-ე წუთზე უილმოტმა გიორგი საჯარიმოში წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია.
„უოტფორდს“ 4 ქულა აქვს და 27 აგვისტოს „ბლექბერნს“ უმასპინძლებს.
სტოკ-ონ-ტრენტი. „bet365“
სტოკი - უოტფორდი 1:0
გოლი: ვიდიგალი (53)