კვარაცხელია - ყურადღების ცენტრში არასაფეხბურთო ამბებით - როგორ უნდა გავიგოთ ხელფასზე მსჯელობა...

AutoSharing Option
ამ დღეებში თანამედროვე ფეხბურთის ლაბირინთები კიდევ ერთხელ ვიგრძენით. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩვენი ფეხბურთის მასშტაბები ხომ სულ სხვა დონეზე აიყვანა და მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ხელფასებსა თუ გამოსასყიდ თანხებზე "ძიძგილაობაა". კლუბის მფლობელების მიზანი ხომ მაქსიმალურად დიდი მოგების მინიმალური დანახარჯით მიღწევაა, ამიტომაც, გასამრჯელოს გამო ესა თუ ის ფეხბურთელი საყვარელი გუნდიდანაც კი წასულა.

ერთი რამ მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ და სწორად გავიგოთ - კონტრაქტის დეტალებზე მოლაპარაკება არ ნიშნავს, რომ ვიღაცისთვის თანხა უფრო პრიორიტეტული ხდება. აქ საუბარია საკუთარი შრომის შესაბამისად დაფასებაზე, შენი როლისა და ადგილის გამოკვეთაზე.
იქნებ გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო არაა მსგავს თემებზე მსჯელობა, ამას თუ იმის ეჭვიც ემატება, რომ ფეხბურთელს ამ შეთანხმების მიღწევამდე მატჩის გამოტოვება უწევს.

Sportall.Ge

ქართულ რეალობაში ცუდი გამოცდილებებიც გვაქვს (გიორგი ქინქლაძის მაგალითი დასამალი არავისთვისაა), მაგრამ იმაში ბოლომდე დარწმუნებული ვართ, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე მსგავსი დეტალები უარყოფითად არ მოქმედებს. ტოპ-ლიგაში პირველი ძალიან წარმატებული წლის შემდეგ მან იცის, რომ დიდი კარიერის რესურსი აქვს; იცის, რომ მისი ოცნების გუნდისთვის, მადრიდის "რეალისთვის", კიდევ უფრო მეტია საჭირო. აქამდე ზოგს მის პირად ცხოვრებაში ცვლილებები აფიქრებდა, ზოგს - რა. მუდამ შიშის რეჟიმში ყოფნით სიამოვნებას ვერ მივიღებთ, იმას, რასაც ქართველი გარემარბი გვჩუქნის.

"კვარა" "სასუოლოსთან" უნდა დაბრუნდეს, ამ გუნდთან კი მშვენიერი მოგონებები აკავშირებს. შემდეგ უფრო რთული საშინაო მატჩია, "ლაციოსთან". რომაელებმა წინა სეზონში "დიეგო მარადონაზე" გაიმარჯვეს. ხვიჩას თამაში აქაურ გულშემატკივარსაც მოენატრა და მილიონობით ტელემაყურებელსაც. ჩვენებურს ის შეუძლია, რასაც ასე ვეძებთ ვარსკვლავების "გაქრობისა" და თაობათა ცუდად ცვლის შემდეგ. ამავდროულად, შთამბეჭდავი სეზონიდან გამომდინარე, მოლოდინი კიდევ უფრო მეტისაა. ამასობაში, მოწინააღმდეგეებისთვისაც დიდი მოტივაციაა, 77-ე ნომერი რანაირად შეაჩერონ!..

altყველაფერი ჩემპიონთა ლიგაზე - "ნაპოლი" და ხვიჩა 1-ელ კალათაში, "დონეცკელი" ქართველები და კიდევ ერთი შანსი - ვინ გააჩერებს ჰოლანს?!

altხვიჩამ ვარჯიში განაახლა და ალბათ, "სასუოლოსთან" ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 15 /
დაწერა უკვე იტალიელმა ჟურნალისტმა, რომ ყველა ინფორმაცია ყალბია და კვარას არანაირი ხელფასის გაზრდა არ მოუთხოვია. რათქმაუნდა ძაან რეიტინგული თემაა ფეხბურთელები რომ დიდ ხელფასებს ითხოვენ და კვარაც გარიეს ამ საქმეში მაგრამ ტყულია ეგ.
ყველაფერი კი არ უნდა დავიჯეროთ რასაც მოგვიგდებენ.
Spain
23:52 24-08-2023
1
მართლა ტვინი ნუ წაიღეთ ესეც ზრდილობიანად რომ დავწეროთ ფეხბურთის თამაში აცადეთ და ჩვენც გვაცადეთ მისი თამაშით გავიხაროთ
თაზო
17:29 24-08-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული