გიორგი მოისწრაფიშვილი ბელგიურ გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
21 წლის ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოდან" იჯარით "ბევერენში" გადავიდა. ახალ გუნდში ის 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ბელგიურ კლუბს მომავალ წელს მოისწრაფიშვილის კონტრაქტის გამოსყიდვა შეეძლება.

"ბევერენი" ბელგიის რანგით მეორე დივიზიონში 4 ტურის შემდეგ 4 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და 9 სექტემბერს თასზე ვირტონში "ექსელსიორს" დაუპირისპირდება, ხოლო 16 სექტემბერს, ჩემპიონატის მეხუთე ტურში - სტუმრად "ბეერსხოტს".

მკითხველის კომენტარები / 26 /
ქართველ ფეხბურთელებზე და მათ აგენტებზე არის ნათქვამი "მგლის თავზე სახარებას კითხულობენო"!!!არ აინტერესებთ რომელ ჩემპიონატში გადადიან და როგორი პირობებით,ოღონც ამ ქვეყნიდან გააღწიონ,მერე საქართველოს ჩემპიონატიც სახვეწარი აქვთ ხოლმე!!!!
სოსო
21:50 05-09-2023
0
ვიცინოთ თუ ვიტიროთ ვერ გამიგია. ბოდიშით და სად ჯანდაბაში უშვებთ საქართველოში ერთერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთეს? ეხლა გამოვლენ და იტყვიან კარიერის წინსვლაში ხელი არ შეუშალეთო. ეს ხელის არ შეშლა კი არა კარიერის დასამარებას ნიშნავს. რით ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ ბელგიში ვერცერთმა ქართველმა ვერ გაქაჩა ან არ გააქაჩინეს.
Beqa
21:48 05-09-2023
2

სიახლეები პოპულარული