სიომინი: ვულოცავთ ხვიჩას - ასევე უნდა გააგრძელოს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი "ნაპოლის" ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" 30 ნომიმანტს შორის დასახელებას გამოეხმაურა.

"ეს შესანიშნავია! ხვიჩა ჩვენს ლიგაში "ლოკომოტივში" თამაშობდა - ეს ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა! მან გასაოცარი სეზონი ჩაატარა და "ოქროს ბურთზე" ნომინირება - მისი სამუშაოს სპეციალისტების მიერ შეფასებაა. ჩვენ ვულოცავთ ხვიჩას!

კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოპოვების მცირე შანსი აქვს, მაგრამ თავად ტიტულის პრეტენდენტებს შორის მოხვედრა - ეს დიდი საქმეა. მართალი გითხრათ, შანსი მცირეა, რადგან გუნდებში ბევრია ფეხბურთელი, რომლებმაც ევროტურნირები მოიგეს, ხვიჩამ კი ჯერ ამის მიღწევა ვერ
შეძლო. თუმცა, უკვე კარგია, რომ ამ სიაშია! ასევე უნდა გააგრძელოს!", - ციტირებს სიომინს Sport24.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მეტი რა დარჩენია ამასაც უნდა კარგ ევროპის გუნდში თავამოყოფა . არ გადის ,ვერ ჭრის ფრაზა,ეს ურდოელი კარგია და ეს კი ცუდია.დღეს კრიტერიუმი ერთია, დამპყრობნია თუ არა ურდოს დღევანდელი ნაშიერნი ყველგან ,პასუხით გასაგები ხდება ადამიანი და ვინ. ..აი ამგვარად,სპორტიც ხომ ნაწილა პოლიტიკის...
დიდი ვაშლიდან
09:48 07-09-2023
33

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული