"ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს, აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თბილისში; რაც შეეხება გარსიას..." - ბადრი კვარაცხელიას ინტერვიუ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ და ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა Calcionapoli24-თან ინტერვიუ ჩაწერეს და სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრეს.

მოგეხსენებათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებმა ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა ორივე მათგანმა დაადასტურა, რომ ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს.

"ვიმეორებ, ხვიჩა "ნაპოლიში" ძალიან ბედნიერია, ანაზღაურებითაც კმაყოფილია; ჩემი ოჯახიც ძალიან ბედნიერია, რომ ის "ნაპოლიში" თამაშობს. მინდა კლუბის ხელმძღვანელობას და პირადად აურელიო დე ლაურენტისს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ხვიჩა სერია A-ში ასპარეზობს.

ნეაპოლში ყველა თბილად გვექცევა, ამ ქალაქში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც
თბილისში.

მინდა "ნაპოლის" ქომაგებმა იცოდნენ, რომ ხვიჩა არსად წასვლას არ აპირებს. ის ძალიან ბევრს შრომობს და 30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის ყოფნას სრულიად იმსახურებს. ის, რომ დღეს ამ დონეს მიაღწია, სწორედ "ნაპოლისა" და მისი თანაგუნდელების დამსახურებაა.

საქართველოში "რეალს" ბევრი ფანი ჰყავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლი" და "რეალი" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ყველა "პარტენოპეის" უგულშემატკივრებს.

რუდი გარსიამ მუშაობა ახლახან დაიწყო, ამიტომ ჯერ უნდა დაველოდოთ და მასზე შედეგების მიხედვით ვიმსჯელოთ", - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.

altკვარაცხელია: მხოლოდ ესპანეთთან მატჩზე ვფიქრობ და 90 წუთი სათამაშოდ მზად ვარ

altAS: ესპანელთა პრობლემა მარტო კვარაცხელია როდია - სანიოლი დე ლა ფუენტეს სიურპრიზს უმზადებს

alt"ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის კვარაცხელია დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 28 /
გადაირევი კაცი,Ყველა კმაყოფილია-ოჯახი,აგენტი,კლუბი,ბედნიერები ვართო და ეს სექტა იგლეჯავს ყველაფერს რატო მეტს არ უხდიანო.რა გინდათ სექტანტებო,თქვენ ვინა გკითხავთ,თქვენ საერთოდ ნორმალურები ხართ?იქნებ ,,ლევად" ჯიგრულად უდებენ ჯიბეში ჯუღელს თქვენ ვინა ხართ ხალხო?
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა".
08 სექტემბერი 2023 15:19
17
ხვიჩას მოძულეებზე სასაცილო და ამავდროულად საცოდავი არაფერი შემხვედრია კაი ხანია. ვისთანაც დიალოგში შევედი, ყველა ისეთი საწყალი აღმოჩნდა ბოლოს. თუნდაც ის ხალხი, პირდაპირ ეთერებში რომ აგინებდნენ და მერე ნეაპოლიდან ვერ გამოვიყვანეთ ხვიჩა ხვიჩას ძახილით.
იიი მეამაყება რომ ქართველი ვააარ, იძახდნენ მერე უფასო პიცაზე და ნეაპოლელების მოფერებაზე აკრუტუნებული ეგ უბადრუკები.
სექტანტებს
08 სექტემბერი 2023 17:17
1
ძმაო ფული ჩვენ არ გვაქვს, ჩვენსას ვერ ვთვლით და სხვისიც აღარ დავთვალოთ? კაი რა მართლა და მართლა.
robert22
08 სექტემბერი 2023 16:11
3
ყველა გამოხმაურება
აუუუუ აზრზე არ არის ეს ბადრა და ამის პადელნმიკი ლიგა ჩემპიონოვ ტიპი.ცავატანემ რა სჩასტიე რის სჩასტიე 5 ჯერ ნაკლებ ზარპლატას იღებს ბიჭი. აბა შენა ხარ რა ჩემო ბადრა :(((
robert22
08 სექტემბერი 2023 12:35
39
მაგრათა ხარ
გიო
08 სექტემბერი 2023 13:22
4
რა ვიცით რა ხელფას იხდიან, ან ვის რას უხდიან ეს მაფიოზები. მთავარია ხვიჩა იყოს კარგად და დროზე მოიპოვოს დამოუკიდებლობა ამ ბნელი ტიპებისგან. როცა არ ვიცით რა ხდება, რეალური სურათი არ დაიდება.
456
08 სექტემბერი 2023 15:50
4
გულუბრყვილო და მუდამ მადლიერი...
მამუკა
10 სექტემბერი 2023 16:39
0
კი, ძალიან გულუბრყვილო, კეთილი და უბოროტო ოჯახია... შური და ბოღმა კლავს ზოგიერთებს
...
18 სექტემბერი 2023 10:30
0
ზოგი გაგებაში არ არის
ფეხბურთის
თენგო
15 სექტემბერი 2023 15:57
1
ესპანეთთან თამაშის დროს ბიუსტივით რომ იდგა. ჭკვიანმა მწრთვნელებმა დაუმუღამეს მთელი ამ ბიჭის ფანდ მარიფათობა და უკვე წიგნივით წასაკითხი ხდება ვეღარ ჭრის მოატყუა ერთი მეორე, მესამე მეოთხე მეხუთე მეექვსე მოთამაშეებიდან მოსატყუარი რომ არავინ დარჩა ჩვენ მოტყუებაზე გადავიდა და შედეგი სახეზეა.
gegi
11 სექტემბერი 2023 15:44
8
სიგარეტის ფულს ვინ გაძლევს?
გიორგი
15 სექტემბერი 2023 20:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული