"ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს, აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თბილისში; რაც შეეხება გარსიას..." - ბადრი კვარაცხელიას ინტერვიუ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ და ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა Calcionapoli24-თან ინტერვიუ ჩაწერეს და სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრეს.

მოგეხსენებათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებმა ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა ორივე მათგანმა დაადასტურა, რომ ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს.

"ვიმეორებ, ხვიჩა "ნაპოლიში" ძალიან ბედნიერია, ანაზღაურებითაც კმაყოფილია; ჩემი ოჯახიც ძალიან ბედნიერია, რომ ის "ნაპოლიში" თამაშობს. მინდა კლუბის ხელმძღვანელობას და პირადად აურელიო დე ლაურენტისს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ხვიჩა სერია A-ში ასპარეზობს.

ნეაპოლში ყველა თბილად გვექცევა, ამ ქალაქში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც
თბილისში.

მინდა "ნაპოლის" ქომაგებმა იცოდნენ, რომ ხვიჩა არსად წასვლას არ აპირებს. ის ძალიან ბევრს შრომობს და 30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის ყოფნას სრულიად იმსახურებს. ის, რომ დღეს ამ დონეს მიაღწია, სწორედ "ნაპოლისა" და მისი თანაგუნდელების დამსახურებაა.

საქართველოში "რეალს" ბევრი ფანი ჰყავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლი" და "რეალი" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ყველა "პარტენოპეის" უგულშემატკივრებს.

რუდი გარსიამ მუშაობა ახლახან დაიწყო, ამიტომ ჯერ უნდა დაველოდოთ და მასზე შედეგების მიხედვით ვიმსჯელოთ", - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.

altკვარაცხელია: მხოლოდ ესპანეთთან მატჩზე ვფიქრობ და 90 წუთი სათამაშოდ მზად ვარ

altAS: ესპანელთა პრობლემა მარტო კვარაცხელია როდია - სანიოლი დე ლა ფუენტეს სიურპრიზს უმზადებს

alt"ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის კვარაცხელია დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 28 /
ტიპი კომიკური ფიგურაა რა აგენტი, ეხლა შეშინდა და ზადნი მიცა ამ გამწვავების ფონზე საქმე ისე წავიდა ბიჭი შემადგენლობიდან არ ამომიგდოს იმ ბებერმა ძაღლმაო და სადღეგრძელო სადღეგრძელოზე უღძღვნა მსოფლიო კლასის ავანტიურისტ ლავრენტიას. ამ სიტუაციაში ეხლა უმთავრესია კვარა აგენტს ვერ (არ) შეიცვლის ეს იასნია მამამისის ტრუსიკის ძმაკაცი და ნათლია მირონები და მთელი ამბები, უბრალოდ ხვიჩამ უნდა გაარგძელოს მუხლჩაუყრელი შრომა ვარჯიშებზე და კონცენტრირდეს მხოლოდ მწვანე მინდორზე და მოვა ის დროც როცა ხრონცი ლავრენტა აქეთ მივა მუხლმოდრეკილი სავსე ჩემოდნით და ხვეწნას დაუწყებს ოღონდ შენ კონტრაქტი გაახანგრძლივე და მთელ იტალიაში ყველაზე მაღალ ხელფასიანი პერსონა იქნებიო და აქ უნდა დაურტყას კვარამ "პენალი". უბრალოდ ამ კაბალურ კონტრაქტში ამ ეტაპზე ჯოკერი ჭარმაგი კინოპროდუსერის ხელშია რომელსაც მორალური და ემპათიური გრძნობები შუბლის ძარღვთან ერთად საერთოდ არ გააჩნია.
Podense
08 სექტემბერი 2023 16:18
5
ნუგზარი-ს უეჭველი პერეგავორას უკანონო შვილიხარ და .... ხარ.
Podense
08 სექტემბერი 2023 19:41
3
ფეხბურთის აზრზე არ ხართ
ნუგზარი
08 სექტემბერი 2023 17:38
9
ნაპოლის დატოვებას რომ არ აპირებთ, მაგან ხომ არ წაახალისა ლავრენტის სიძუნწე? კარგ თამაშს კარგი ანაზღაურება თუ არ ახლავს და ამაზე პროტესტი არ არის, მაშინ გამოდის, რომ თქვენ თვითონ ახალისებთ ლავრენტის სიძუნწეს.
ჟორა გაბრიჭიძე
08 სექტემბერი 2023 12:46
6
https://www.youtube.com/watch?v=H5GicIRMxII&t=2s

აგერ ლინკი ქართულადაა ვუყურებდი ჯუღელს და გულის რევის შეგრძნება დამეუფლა ეს ბადრი კვარაცხელია კი ძალიან რაღაცნაირი დამყოფი კაცი ჩანს ცოდოა ცოდო ხვიჩა
კახა
08 სექტემბერი 2023 14:08
5
საქმე აკეთოს კარგად, ქართველი ბიჭები ევროპაში გაიყვანოს და მის გარეგნობას და ლაპარაკის მანერას რას უყურებთ. საქმით არ დაუმსახურებია გულისრევა. გარეგნულად კი ტოვებს გაღლეტილი თაღლითის შთაბეჭდილებას ))), მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია
ხვიჩა
08 სექტემბერი 2023 16:40
4
გასაგებია, რომ ხვიჩასა და მისი ოჯახის მხრიდან ჯუღელის მიმართ გულწრფელი, ადამიანური ურთიერთობით გამოწვეული განწყობაა. ეს საკითხო არც იქნებოდა ხვიჩას გულშემატკივარის შეშფოთების საგანი, რომ არა ერთი გარემოება: ჯუღელი ზუსტად ამ ტერმინოლოგიით გამოდიოდა და საიმანოვის მიმართ დითირამბებს თხზავდა, მაშინ როცა რუბინმა ყველა შესაძლო ნორმალური ტრანსფერი დაბლოკა. შედეგად ხვიჩამ თამაშს მაშინ ნამდვილად მოუკლო, სლუცკი სკამზეც კი სვამდა, რუსული მედია კი ჰყვებოდა რომ ხვიჩა უკვე ამოკეტეს რუსმა ფეხბურთელებმა. კაცმა არ იცის როგორ განვითარდებოდა მისი მომავალი რომ არა უკრაინის ომი. სწორედ ამის შედეგად აღმოჩნდა ნაპოლიში და ამაში ჯუღელის ღვაწლი მიზერულია. ეს არის სინამდვილე. მაშინ როცა ბოჭი ოქროს ბურთის კანდიდატებშია, სერია ა_ს საუკეთესო ფეხბურთელი და აქვს ანაზღაურება ახალმოსულ ნატანსა და კაიუსტეზე ნაკლები, სხვას რომ თავი დავანებოთ ეს ნორმალურია? ეს უნდა გაბედნიერებდეს? ასეთ პრეცენდენტს ვერ მეტყვით მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რა ვადიანი კონტრაქტზეც არ იყოს საუბარი. ეს არ არის ფეხბურთელის, საკითხი სრულად აგენტის მოსაგვარებელია, ისე როგორც ამას ოსიმენის, რუის, გაეტანოს და სხვათა აგენტები აკეთებენ. ეს საკითხი აბსოლუტურად გაუგებარია იტალიელ ჟურნალისტებისა და გულშემატკივრებისთვისაც კი.ჩვენი სურვილი ერთადერთია: კვარა უკვე ამ წუთისათვი ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავია და არანაირმა გარე ფაქტორმა არ უნდა შეუშალოს ხელი იმის კეთებაში, რაც ასე ბრწყინვალედ გამოსდის.
ამატაკი
08 სექტემბერი 2023 13:46
2
ხვიჩა ნაკლები იციქრე ხელფასზე საერთოდ არ იფიქრო ჯუღელზე და სიაფანდ ჟურნალიზტებზე.მოუმატე თამაშის ხარისხს ,რაც აშკარად შეგიძლია და ყველანაირი წარმატება თვითონ მოვა
გიორგი
08 სექტემბერი 2023 18:18
6
ერთი გამაგებინა ჯუღელმა რა დააშავა მეტი არაფერი მინდა ფეხბურთელი იყოდა კარგი გუნდის ერთერთი წამყვანი თავდამსხმელი იყო უგოლოთ თამაშიდან თითქმის არ გამოდიოდა მენეჯერიადა განვითარების საწყის ეტაპზე ზუსტათ იქ მოაწყო ფეხბურთელები საიდანაც უკვე შესაძლებელი გახდა სეურიოზული აღმასვლა მომხდარიყო ფაქტი სახეზეა რუსეთის ლიგიდან ფრანსფუტბოლის 30 საუკეთესოში.
გიორგი
08 სექტემბერი 2023 19:57
2
ნაპოლიში პრობლემები არ აქვს ხვიჩას და რათქმაუნდა ყველაფერი ჭორები იყო რაც ხელფასის მომატების მოთხოვნაზე და კონტრაქტზე გავრცელდა მაგრამ ჩემი აზრით მაინც არ არის კარგი, როცა აგენტი და უახლოესი გარემოცვა საუბრობს, რომ ნაპოლის არასდროს დატოვებს და ასე შემდეგ. არავინ იცის რა მოხდება მომავალში და ამ სიტყვებს მერე წინ დაულაგებენ. ხვიჩას ამით დისკომფორტი შეექმნება. ძალიან ბევრი ფეხბურთელი ვიცი, ვინც იფიცებოდა არ დავტოვებ ამ გუნდსო მაგრამ დატოვა. წინ უამრავი მაგალითია მერე ფანების გაგიჟების, მაისურების დაწვის და ასე შემდეგ. არ უნდა გაუჩინონ არავის წინასწარი მოლოდინი. ვინ იცის რა მოხდება მომავალში და ვინ იცის რა შეიცვლება.
გუნდიც და გულშემატკივარიც მუდმივად უნდა ფიქრობეს, რომ არ დაკარგონ ხვიჩასნაირი ფეხბურთელი. ვერ გავიგე რატომ ლაპარაკობენ ასე დარწმუნებით, ხვიჩას არაფერს ეკითხებიან...
Spain
08 სექტემბერი 2023 15:21
6
ჯუღელის დონის ხალხის გაკეთებული რამე საქმის არ მჯერა
xmali
08 სექტემბერი 2023 14:49
6
ჰკითხეთ დაწყებული თავიდან, მის ფეხბურთელებს და გეტყვიან ჯუღელი ვინაა. ჯუღელმა წაიყვანა ზურიკო ბორდოში, კვარა, კვერნაძე, სერია ა-ში/ თქვენ რა გაგიკეთებიათ ცხოვრებაში. ჯუღელი კი ადამიანების ცხოვრებას სასიკეთოდ ცვლის.
ჯარჯი
08 სექტემბერი 2023 17:42
6
ნუ პროფესორობთ კომენტარებში. თქვენს არეულ ცხოვრებას მიხედეთ. ჯუღელმა რაც გააკეთა და აკეთებს, თქვენნაირის 100 ცხოვრება არ ეყოფა.
nugo
08 სექტემბერი 2023 17:44
13
რაო რაო ვის წამოუბლატავდი ღრუზინ?? ვის უბედავ ან როგორ ბედავ მაგ ცეხავიკზე ხელის დაფარებას ხმის ამოღებას თავი სადა გგონია კიდე ბლატაობ აქ, აბა დავაი ცეხში და იქ მო@ვი ღრუზინული სიბრძნეები თორე მაგას განახებთ ფულზე დახამებული ბნელ ღორებს აქ
Aba Exla,
08 სექტემბერი 2023 19:50
6
რა ვერ მოვიშალეთ ეს სხვისი ფულის თვლა, კაცი იძახის მყოფნის რასაც გვაძლევენო და თქვენ რანაირად გადაუწყვიტეთ რომ მეტი სჭირდება?
გაკვირვებული გულშემატკივარი
08 სექტემბერი 2023 13:55
7
ჩვენო საყვარელო ხვიჩა, წადი ტაძარში და შეალოცვინე შვილო, დამიჯერე, ვიღაც ნაგავის თვალი გეცა და გამოლოცვის შემდეგ ისევ ძველებურად ლაღად გააგრძელებ თამაშს, დარწმუნებული ვარ, კეთილშობილი ბიჭი ხარ,ბავშვური და ამიტომ, აბა შენ იცი, გლოცავთ.. გამარჯვების გზით გევლოს!. ამინ!. ამინ!.ამინ!.
ტივანა
11 სექტემბერი 2023 17:07
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული