როგორი შეფასება დაიმსახურა შეცვლით უკმაყოფილო კვარაცხელიამ?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე, პირველ ტურში, სტუმრად "ბრაგასთან" მოგებულ მატჩში (2:1), "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 66-ე წუთზე შეცვალეს და უკმაყოფილომ დატოვა მოედანი.

იტალიური მედია კვარაცხელიას თამაშს აკრიტიკებს, ანალიტიკურმა საიტებმა კი ტრადიციულად მაღალი შეფასება დაუწერეს - Whoscored-მა და Sofascore-მა 7.4, ხოლო Flashscore-მა 7.6.

ხვიჩამ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა, საუკეთესო კი ჯოვანი დი ლორენცომ - 8.8.

მკითხველის კომენტარები / 25 /
რათქმაუნდა მაღალი შეფასება დაიმსახურა რადგან კარგად ითამაშა. ორი ასისტი მაინც უნდა ჰქონოდა რომ გაეტანათ იმათ. გოლიც მისი უშუალო მონაწილეობით გავიდა.
არამგონია შეცვლა ასეთი ტრაგედია იყოს როგორც თავად აღიქვა დღეს. სპალეტიც ცვლიდა მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მის საუკეთესოობაში. მაშინაც უკმაყოფილო გადიოდა მაგრამ ახლა უფრო განერვიულებული ჩანს და სულ ტყუილადაა ეგრე. ძალიან ემოციურია, რუბინში პენალი რომ ვერ გაიტანა და იტირა კარგად მახსოვს. არ შეიძლება ასე, ნერვებს თუ აყვება, მხოლოდ ზიანს მოუტანს. აქედანაც ხელს "უწყობენ" ჩვენები.
დღეს გაიტანს, ხვალ გაიტანს და რაღაც პრიმიტიული პოსტებით, თითქოს გოლის გატანა იყოს მარტო ფეხბურთი. თან ამას ჩვეულებრივი ხალხი კი არ აკეთებს, ვინც ეკრვევა საქმეში ისინიც აკეთებენ და ცდილობენ მეტად დასტრესონ. არ მინდა დავიჯერო, რომ სპეციალურად კეთდება ეგ...

გოლები რომ გაჰქონდა მაშინაც და რომ აღარ გაჰქონდა მერეც, უდიდესია მისი წვლილი გუნდის წარმატებაში. წელს ძალიან ცოტა თამაში ჩატარდა ჯერ იმისთვის, რომ მივხვდეთ რა მდგომარეობაშია გუნდი მაგრამ შარშან როგორც ტრიუმფით დაიწყო ყველაფერი და ტრიუმფით დასრულდა, ისე არ მგონია წელს მოხდეს. ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა. ხვიჩამ უნდა გააგრძელოს ფეხბურთით სიამოვნების მიღება და ლაღი თამაში, როგორც აქამდე აკეთებდა. რუბინში ერთ სეზონში 4 გოლი ჰქონდა და საუკეთესოდ ასახელებდნენ, რადგან ულამაზეს სანახაობრივ თამაშებს დებდა, 20 გოლიანი დესპოტოვიჩი ვერ ხდებოდა საუკეთესო. ასევე უხვ გოლიანი ოსიმენი ვერ გახდა წელს საუკეთესო რადგან ხვიჩამ უფრო დიდი წვლილი შეიტანა გუნდის ჩემპიონობაში.
ძალიან ცუდია თუ თვითონ ხვიჩა მისცემს თავს დათრგუნვის საშუალებას ამ უგოლო სერიის გამო.
პროფესიონალია და არამგონია ეგრე მოიქცეს. თუ ძალიან ჩაეციკლება ამ გოლის გატანა არ გატანას, უფრო მეტხანს გაუგრძელდება უგოლო სერია და ვიღაცეებს მართლა ჰგონიათ ხვიჩასნაირი ფეხბურთელისთვის უგოლო სერია ტრაგედია. აი ხვიჩა რომ გყავს, და შეგიძლია მისი გენიალური მოძრაობებით დატკბე, ვინ ნორმალური დაუთვლიდა გოლებს, ცენტრ ფორვარდია თუ რა?
მაგრამ თვითონ უნდა ბევრი გაიტანოს და ეგაა პრობლემა ზუსტად. თვითონ ვერ ხვდება რამხელა ძალაა გუნდისთვის და უგოლო სერიის გამო ნერვიულობს. არვიცი, გარსიას ნათვქმიდან ეგ დასკვნა გამოვიტანე. შეიძლება ვცდები.
თავისი ფასი უნდა ისწავლოს და ხელის აწევით ბოდიშების ხდა და თავმდაბლობები აღარაა საჭირო. ბავშვობიდანაც უნდა გამოვიდეს ნელ-ნელა.
მარტო ამისთვის გავაკრიტიკებდი პირადად მე.
ადრე თქვა, რომ მაქსიმალისტია და თუ რაღაც კარგად არ გამოსდის ჯობია საერთოდ არ გააკეთოს. არ მინდა ერთხელაც იფიქროს, რომ რაღაც არ გამოდის და საერთოდ გაჩერდეს.
სისუსტეს თუ შეგამჩნევენ, ყველა წაგესევა, ისედაც აფთრებივით არიან მოჩერებული ფეხის დაცდენაზე.
ასე რომ მხოლოდ წინ, ხვიჩა!❤️
Skeleton
03:11 21-09-2023
12
რატომ უნდა დაკარგოს დრო კაცმა იმაში, რაც სრულებით არ გაინტსრესებს? და თუ ფეხბურთი შენი სპორტია (არამხოლოდ სპორტი) როგორ შეიძლება ხვიჩა რაიმე სხვა კონტექსტით მოიხსენიო. მასში ხომ არის ყველაფერი ის, რისთვისაც გიყვარს ეს სპორტი. ასეთი ბიჭები ქმნიან შედევრებს ფეხბურთში. ქართველებს ასეთი ფეხბურთელი 20-30 წელში ერთხელ თუ გაგვეზრდება. ეხლა დაგვიდგა ეს ბედნიერი დრო და რაც არ უნდა მოხდეს მე ბედნიერი ვარ რომ ეს სწორედ ეხლა მოხდა, მქონდა და მაქვს საშუალება მისი თამაშით დავტკბე.ამის ფუფუნება ყოველთვის და ყველა თაობას არ ექნება და იფიქრეთ ამაზე.რაც შეეხება ნაპოლის: ხვიჩა არ არის მარადონა და მარტო ვერ ითავებს გუნდის გაძღოლას, ამას არც დაანებებენ გარკვეული მიზეზებისდა გამო. ნაპოლის, კვარამდე ბევრად უკეთესი შემადგენლობა ჰყავდა, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს. კვარა არის ფეხბურთელი, რომელიც აძლიერებს, ბრწყინვალებას ახლევს ნორმალურ, კარგ გუნდს. ის ერთერთია იმათგან, რომელთა გარეშე რაგინდ კარგი გუნდი დიდ შედეგებს ვერ დადებს და ვერც შედევრალურ თამაშებს ვერ ითამაშებს.გარსიას ნაპოლი ჯერჯერობით ამათუიმ მიზეზის გამო შორსაა წესიერი ფეხბურთისაგან. კვარას ამ სიტუაციაში მოთხოვო უმაღლესი დონის ჩვენება ისეთივე აბსურდია, როგორც მისთვის იმაზე რომ გესაყვედურა რუბინთან ერთად ევროპული თასი რატომ ვერ მოიგოო (ასეთებიც არიან
ამატაკი
14:22 21-09-2023
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული