კვარაცხელია ამ სეზონში უკეთესია, ვიდრე გასულში - სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს

AutoSharing Option
ზოგიერთს, შესაძლოა, გადაჭარბებულად მიაჩნია "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე გამოქვეყნებული მასალების რაოდენობა, მაგრამ მისი გუშინდელი თამაში რაღაც არაორდინარული გახლდათ. ამაზე მთელი იტალიური მედია წერს და რა თქმა უნდა, ამ კვირის გამორჩეული მოვლენაა, მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" დაპირისპირების წინ.

უგოლო 24-მატჩიანი სერიის შემდეგ "კვარამ" გაიტანა და თანაც, როგორ გაიტანა. აი, ამისთვის გვიყვარს სპორტის ნომერი პირველი სახეობა და როგორც გუნდის მწვრთნელმა რუდი გარსიამ თქვა, "კვარას" მსგავსი მოთამაშეები ბევრი არაა, რამეთუ უნიკალური და განსაკუთრებულია. თავს არ შეგაწყენთ ნეაპოლურ გამოცემებში ხვიჩას საქებარი სტატიებით, მხოლოდ
ანალიტიკურ მონაცემებს გაგაცნობთ, რამეთუ ციფრები ყველაფერზე მეტყველებს.

"კვარაზე" მხოლოდ გოლი+პასის სისტემით ვერ ვიმსჯელებთ, რადგან მისი გავლენა გასულ სეზონთან შედარებით გაიზარდა და საშუალო არითმეტიკული გამოთვლების მიხედვით, ეს ფაქტია. ის უფრო ჩართულია თამაშში, უფრო ხშირად იღებს ბურთს მეტოქის საჯარიმოში, უფრო ხშირად ურტყამს და აქტიურად აძლევს პარტნიორებს პასს დასარტყმელად. ერთი სიტყვით, როლი შეიცვალა, გაცილებით ინიციატივიანი და შეტევის გამამწვავებელი გახდა. მიზეზი ძნელი ასახსნელია, ალბათ, უფრო თვითდაჯერებულია და ლიდერის თვისებები შეიძინა. ისიც ნათელია, რომ გარსიას მწვრთნელობის პერიოდში მეტად თავისუფლად მოქმედებს, ვიდრე ლუჩანო სპალეტის დროს.

fbref-ის სტატისტიკური მონაცემებით, ამ სეზონში საშუალოდ 90 წუთში მისი მოქმედებები პროცენტულად 57.4-ს შეადგენს (გასულ სეზონში 55.3), დარტყმები 5.5-ს (3), დასარტყმელი პასები 2.1-ს (1.9), დრიბლინგის მცდელობები 6.6-ს (7.1), თამაშიდან საჯარიმოში ჩაწოდებები 2.1-ს (1.9), საჯარიმოში შეჭრები 3.7-ს (3), წინსვლისთვის გადაცემები 3.7-ს (3.3), წინსვლითი გარღვევები 7.9-ს (5) და ჩართულობა 8.2-ს (7.4).

Data’Scout-მა „უდინეზესთან“ მატჩამდე კვარაცხელიას სარგებლიანობის კოეფიციენტები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, სერია A-ში საუკეთესოა მოსალოდნელი გოლების (xG), დრიბლინგების, კარში დარტყმების, წარმატებული პასების და მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთზე შეხების რაოდენობით. მოსალოდნელი გოლების მხრივ, გასულ სეზონთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს (0.26 - 0.45). თამაში გააუმჯობესა დაცვაში, სადაც მის ანგარიშზე 2.5-ჯერ მეტი ჩაჭრაა. იგივე ითქმის ვარდნაში ბურთის ართმევაზეც.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონში საგოლე მოქმედებების დაბალ შედეგიანობას, ამას მრავალი მიზეზი გააჩნია: მცველები მეტი ყურადღებით მეურვეობენ, ხშირად არ გაუმართლა, გუნდში ახალი მწვრთნელი მოვიდა, კლუბში ვითარება მთლად დალაგებული არაა და ა.შ. თუმცა "უდინეზესთან" თავი იმდენად ბრწყინვალედ წარმოაჩინა, რომ იმედია, ნავსი საბოლოოდ გატეხა, კვლავ ძველ ხვიჩას ვიხილავთ და მისი ოსტატობით კვლავ მივიღებთ სიამოვნებას.

მკითხველის კომენტარები / 14 /
შარშან პასებს აღარ აძლევდნენ და იმიტომ ქონდა წელს უკეთესი შედეგი...იმის გამო რომ, ყველაზე მაგრათ თამაშობდა, ყველაზე დაბალი ხელფასით. თანაც ჩემპიონობა განაღდებული ქონდათ, წელს კი ძალიან გაუჭირდათ და სხვა რა გზა აქვთ...ეხლა აშკარად გამოჩდა რომ ხვიჩას გარეშე, არაფერი გუნდი ეგ არარის.
Gela Khmiadashvili
30 სექტემბერი 2023 07:35
3
ვიცოდი რომ ასე იქნებოდა, წინ ბევრი წარმატება გელოდება. უბრალოდ თხოვნა მაქვს, შეინარჩუნე სიმშვიდე, იშრომე ბევრი, ნიჭი კი ულევი გაქვს. გენაცვალე ხვიჩა გულში!!!
გიორგი
29 სექტემბერი 2023 19:27
1
არგენტინას შეხვერწეთ ჩამოგვიყვანოს მესი და ამხანაგური გვეთამაშოს
სიმართლე
29 სექტემბერი 2023 19:12
6
ბიჭი იზრდება და აწი ნახეთ მისი შედეგები. უფალმა ჯანმრთველობა მისცეს.
გიზოგ
29 სექტემბერი 2023 17:08
1
ობიექტური სტატიაა, იგივეს ვწერდი მეც წინა ტამასებზე, გარსიას უკეთესი მწვრთნელია და ხვიჩაც უკეთ თამაშობს, უფრო მეტი თავისუფლება აქ ვიდრე სპალეტის ხელში. ბურთის დაკარგვებზე სპალეტი პირდაპირ აგინებდა.
semi
29 სექტემბერი 2023 13:04
4
ესეა,ეს არის პროგრესის ბიჭი! და ჩვენ ქართველები მხარში უნდა დავუდგეთ მუდამ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
29 სექტემბერი 2023 11:11
1
მერე რა იქნება ის არის მთავარი, თორემ შარშან და ეხლაც რაც ხდება გასაგებია ყველაფერი! უდინეზე კიდევ რეალი და მილანი ხომ არ არის, რომ ერთი თამაშით განსაზღვრო ყველაფერი! მე უფრო მგონია რომ ხვიჩა ახლა იწყებს ისეთ თამაშს როგორიც მას უფრო შეეფერება! სასიხრულო, რომ ამაში გარსია ხელს უწყობს! რომც არ დადოს შარშანდელი შედეგი ამით არაფერი არ მოხდება და არც მის მიმართ ინტერესი არ შეიცვლება! ხვიჩასნაირი ფეხბურთელი ყოველთვის იქნება ტრენდში ყველა გუნდისთვის!
მწვრთნელი
29 სექტემბერი 2023 10:34
1
გეთანხმები. არც უნდა იჩქაროს, არ უნდა აყვეს სხვების მოლოდინებს და ტაშფანდურს. ნელა მაგრამ ნაღდად უნდა იმოძრაოს წინ.
გიორგი
29 სექტემბერი 2023 17:16
1
ერთი რამ არის უდავო, ნიჭი. ნიჭს კი ვერ დაკარგავ, ის თუ გაქვს, გაქვს და ბოლომდე შენია. რუსებმა იციან- талант не пропьешь.
თემური
29 სექტემბერი 2023 11:24
3
რათქმაუნდა ჩვენმა ხვიჩა უნდა მოუმატოს და უმატებს კიდეც, მე უბრალოდ მინდა ვთქვა, /ხვიჩა უნდა მოითმინო, აიტანო, რათა ბევრი გაიტანო./ მის მშვენიერ მეუღლეზე ნიცაზე კი ვეტყოდი, / იმ წამიდანვე, როს მის გვერდით ვარ, მე უკვე ვფრინავ, კი არ დავდივარ/ რაც შეეხება იმას რომ მავანნი ამბობდნენ, ფულის არმომატებაზე და ა.შ. მაგათ ეს სტროფი მოუხდებათ, / ისე ამღზარდეს ბავშვობიდან, მე ჩემს ოჯახში, ფულის მდევარ არ ვიქნები სხვა ცხოვრებაშიც!./ და ბოლოს მაინც ჩემ კვარას ვეტყოდი, / თუ თამაშისას სასიკვდილოდ არ დაიღალე, ჩათვალე, სულაც არ გირბენია./
მალხაზ ჯობავა
29 სექტემბერი 2023 09:47
2
ვისაც არ მოწონს კვარასთან დაკავშირებული სტატიების სიმრავლე, ცივი წყალი დალიოს.
Რაგბის ფანი
29 სექტემბერი 2023 09:44
2
Მგონია რომ მარიო რუი უფრო კარგი პარტნიორია ვიდრე ის ურუგვაელი, რუი თუ დავაკვირდებით არ ატენის პასებს და თან ბევრ შავ სამუშაოს ასრულებს ფლანგზე, რითაც ხვიჩას ზონებს უთავისუფლებს.
Გაბო
29 სექტემბერი 2023 09:27
4
გეთანხმები სწორად განავრცე ჩემი აზრი!
gabo
29 სექტემბერი 2023 17:03
1
ხო ერთი შეხედვით, ოლივიერა უფრო "ჯიგარია" სულ პასებს აძლევს კვარას, მარიო რუი კი პირიქით გვერდზე რო ეხსნება კვარა ეს თითქმის არ აძლევს ხოლმე და იდეაში უფრო ნეგატივით ვუყურებთ.

მაგრამ პასებს არ ატენის, სწორი ნათქვამია ))
ოლივიერას უბრალოდ შეტევითი ფანტაზია არ აქვს და მართლად ატენის.
რუი კიდე რასაც ვაკვირდები, ცდილობს კვარა მარტო მაშინ დატვირთოს როცა ან არ ელოდებიან ან რეალური საფრთხის შექმნა შეუძლია.

იტალიელების კომენტარებშიც სულ მაგას ვკითხულობ რო რუისთან კვარას ბევრად მეტი გზა ეხსნება შეტევაში
nk
29 სექტემბერი 2023 12:56
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული