ლიგა 2-ის მეათე ტურში „ბორდო“ საკუთარ მოედანზე „კანთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1.
"ბორდოს" ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა კარგად ითამაშა და ლამაზი გოლი გაიტანა.
თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, რის შემდეგაც მასპინძლები გააქტიურდნენ. დავითაშვილი მეურვეებს გაექცა, მეკარესაც გასცდა და ანგარიში გაათანაბრა. მან ამ სეზონში ტურნირზე პირველად გაიტანა. ჟირონდული გუნდი მეორე ტაიმში ბევრს უტევდა, მაგრამ ვერ გაიტანეს და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.
„ბორდო“ 11 ქულით მეცამეტე ადგილზეა და 7 ოქტომბერს „ლავალს“ უმასპინძლებს.
ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - კანი 1:1
გოლები: 0:1 მენდი (15), 1:1 დავითაშვილი (34)