კვარაცხელიამ რასპადორის გაატანინა - "ნაპოლიმ" ბერლინში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „უნიონი“ 1:0 დაამარცხა.

მატჩი მასპინძელთა უხიფათო შეტევებით დაიწყო, რის შემდეგაც სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ. კვარაცხელია ტრიმელს ლამაზი ფინტით გაექცა, მაგრამ მან ქართველს მაისურზე მოქაჩა და ყვითელი ბარათი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლი“ ბურთს უფრო ხშირად ფლობდა, მომენტებს ვერ ქმნიდა. ბერლინელები კონტრიერიშებით პასუხობდნენ, გაიტანეს კიდეც, თუმცა ჰაბერერს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. მერე ფოფანას დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

„ნაპოლის“ მწვრთნელმა რუდი გარსიამ შესვენებაზე კაიუსტე ელმასით შეცვალა.
ხვიჩა ფლანგზე ორ მცველს გაექცა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. „კვარა“ დაცვასაც აქტიურად ეხმარებოდა და სახიფათო შეტევის წამოწყებისას მასთან უხეშობის გამო მსაჯმა ჰაბერერი გააფრთხილა. 65-ე წუთზე კი ხვიჩა ფლანგზე ტრიმელს დაუსხლტა და რასპადორის გაატანინა. „უნიონს“ მალე შანსი მიეცა, როდესაც კნოხეს თავური მიზანს მცირედით ასცდა. კვარაცხელია მწვრთნელმა 88-ე წუთზე დაცვის გაძლიერების მიზნით ოსტეგორით შეცვალა. ბოლოს მასპინძელთა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო და ნეაპოლურმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.

პარალელურ მატჩში "რეალმა" პორტუგალიაში "ბრაგას" 2:1 სძლია.

C ჯგუფში 9 ქულით ლიდერია, „ნაპოლი“ 6 ქულით მეორე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას ტურნირზე 8 ნოემბერს საკუთარ მოედანზე „უნიონთან“ ჩაატარებს.

ბერლინი. "ოლიმპიაშტადიონი"
უნიონი - ნაპოლი 0:1
გოლი: რასპადორი (65)

მკითხველის კომენტარები / 17 /
ქართული გახმოვანება არგაქვთ რასნიშნავს,არასწორათ იქცევით
რამაზი
22:06 25-10-2023
0
რაპადორმა როგორ ხვიჩასკენ გაიხედა, ხვიჩა კიდე ბურთს მისდევდა (ნუ პროვინცია).
გურჯი
18:03 25-10-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული