"ერთი მშიშარაა, მეორე კი პროფესიონალი" - იტალიელმა ჟურნალისტმა "კვარა" და ლეაო შეადარა

AutoSharing Option
იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ Punto Nuovo-ს ეთერში ერთმანეთს რაფაელ ლეაო და ხვიჩა კვარაცხელია შეადარა.

"თავდაპირველად "მილანისა" და "ნაპოლის" შედარებით დავიწყებ. მიუხედავად იმისა, რომ "პარტენოპეი" იდეალურ ფეხბურთს ვერ გვთავაზობს, ჩემი აზრით, "როსონერი" უფრო რთულ მდგომარეობაში იმყოფება. პიოლის გუნდი უსისტემოა და მათ ლიდერიც არ ჰყავთ. დაუჯერებელია, რომ მილანელებს ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ გოლი არ გაუტანიათ.

გარსია განსხვავებული სპეციალისტია. იგი, პირველ რიგში, არწაგებაზე ზრუნავს. "ნაპოლი" ფრთხილი გუნდია. არის თუ არა კვარაცხელია ლეაოზე უკეთესი? რა თქმა უნდა, ასი პროცენტით. ქართველი ნამდვილი პროფესიონალია. ლეაო რაღაცით
ბალოტელის მაგონებს, ზოგჯერ გამაღიზიანებელია, ნარცისი და ეგოისტი მოთამაშეა. ხვიჩა პატარა მეომარია, ბურთს არასდროს ემალება და მუდამ მზადაა გუნდს დაეხმაროს, პორტუგალიელი კი ეპიზოდებში მშიშარას ჰგავს, როდესაც ბურთი მისდის", - განაცხადა დე პაოლამ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
თვითონ კვარას და ლეაოს მშვენიერი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან !!პოსტებს ულაიქებენ ინსტაგრამზე ერთმანეთს,თან შარშანდელი ლეაოს დამოკიდებულებაც მახსოვს კვარას მიმართ, როგორ ამხნევებდა როცა პენალტი გააფუჭა!!!!ასე რომ არ არის საჭირო "ჩორტების" ჩაგდება,ჩემთვის ორივე მაგარი ფეხბურთელი და მაგარი პიროვნებაა!!!
სანდრო
16:26 27-10-2023
3
კვარაც და ლეაოც, ორივე მაგრები არიან!
სააკაძე
15:51 27-10-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული